Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

ვინ დამიფინანსებს გერმანიაში სწავლას?

სტუდენტობა მძიმე შრომაა, მაგრამ ამ შრომით ჯერ კიდევ ვერ გამოიმუშავებ ფულს. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ სწავლის დრო შესწირო ნახევარ განაკვეთზე მუშაობას, რადგან არსებობს ფინანსური დახმარების არაერთი შესაძლებლობა. თქვენ უბრალოდ უნდა იცოდეთ ისინი. ერთ-ერთი მათგანია სტიპენდია. Stipendia.ge გთავაზობთ სახელმძღვანელოს, თუ რა ტიპის სტიპენდიები არსებობს გერმანიაში და როგორ შეგიძლიათ მიიღოთ ისინი.თუ გსურთ გაატაროთ ერთი ან რამდენიმე სემესტრი საზღვარგარეთ, ევროპულ უნივერსიტეტში, ერთ-ერთი შესაძლებლობაა – ევროკავშირის Erasmus + დაფინანსების პროგრამა. იხ.: https://www.erasmusplus.de


მეორე ასეთი შესაძლებლობა არის გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD). დაადი ფინანსურად მხარს უჭერს სტუდენტებს მთელ მსოფლიოში, უცხოეთში ყოფნის დროს, სწავლის განმავლობაში. იხ. მონაცემთა ბაზა : https://www2.daad.de/ausland/studieren/stipendium/de/70-stipendien-finden-und-bewerben/

ორივე პროგრამა საქართველოში ცნობილია და არაერთი უნივერსიტეტი თავად სთავაზობს გამორჩეულ სტუდენტებს ამ პროგრამებით სარგებლობას. ასევე გთავაზობთ, რამდენიმე ვებგვერდს, სადაც ასევე შეგიძლიათ მოიძიოთ სასურველი სტიპენდია.

განათლებისა და კვლევის ფედერალური სამინისტროს სტიპენდიის მონაცემთა ბაზა – https://www.stipendienlotse.de/

სტიპენდიის მონაცემთა ბაზა e-fellows.net- დან შეგიძლიათ მოიძიოთ 700-ზე მეტი სტიპენდია 400 სხვადასხვა პროვაიდერისგან –
https://www.e-fellows.net/Studium/Stipendien/Stipendien-Datenbank/Stipendium-suchen-finden

მონაცემთა ბაზა Mystipendium.de: 1240 დაფინანსების შეთავაზება, რომელიც აღირიცხება 34 განაცხადის კრიტერიუმის მიხედვით (გამოყენებისთვის საჭიროა უფასო რეგისტრაცია) – https://www.mystipendium.de/

0Shares
0