ვაცლავ ჰაველის სტიპენდიები ჟურანლისტებისთვის

რადიო თავისუფლება ჟურნალისტებისთვის აცხადებს კონკურსს ვაცლავ ჰაველის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად. პროგრამა ითვალისწინებს რადიო თავისულების პრაღის სათავო ოფისში მუშაობასა და ტრენინგებს.

 

პროექტის მიზანია – მხარი დაუჭიროს დამწყებ ჟურნალისტებს მედიის შეზღუდული თავისუფლების ქვეყნებიდან. პრემიის მისაღებად განაცხადების წარდგენა შეუძლიათ ჟურნალისტებს რომლებიც კარგად ფლობენ ინგლისურ ენას. შერჩეული კანდიდატები გაივლიან 6თვიან სტაჟირებას პრაღაში, “რადიო თავისუფლების” სათავო ოფისში.

 

სტაჟირების პირველ ორ კვირას და ბოლო ერთ თვეს, ისინი გაივლიან პრაქტიკას “რადიო თავისუფლების” ადგილობრივ ბიუროში.პროგრამა ასევე მოიცავს სემინარებს, დისკუსიებს პოლიტიკოსებთან, სამოქალაქო აქტივისტებთან, ანალიტიკოსებთან.შერჩეული მონაწილეები მიიღებენ სტიპენდიას საცხოვრებელი ხარჯების, დაზღვევის, სატრანსპორტო ხარჯების დასაფარად.

 

აპლიკაციის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2023 წლის 1 ივნისი.

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.