ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრი (IRC) ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის – „უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების გაძლიერება სამოქალაქო საზოგადოების ეფექტური ზედამხედველობით“ ფარგლებში აცხადებს ესეების კონკურსს. კონკურსის მიზანია ხელი შეუწყოს თემის პოპულარიზაციას, უსაფრთხოების სექტორის ანგარიშვალდებულების საკითხის ცნობადობის ამაღლებას, დაინტერესებული სტუდენტების გამოვლენას და საზოგადოებაში დისკუსიის წახალისებას.
კონკურსში მონაწილეობა შეუძლია საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებს.
ნაშრომის თემატიკაა ანგარიშვალდებული უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიისა და ადამიანის უფლებებისთვის, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კონტექსტში.
აღნიშნული თემატიკის გათვალისწინებით, დაინტერესებულ სტუდენტებს შეუძლიათ მოამზადონ ნაშრომი ისეთ თემებზე, როგორიცაა:
· უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში
· უსაფრთხოების სააგენტოების ანგარიშვალდებულების რეფორმის საჭიროება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე
· უსაფრთხოების სააგენტოების საზედამხედველო სისტემები და არსებული გამოწვევები
· ნებისმიერი სხვა თემა, რომელიც შეეხება ესეების კონკურსის თემატიკას
დაინტერესებულმა სტუდენტებმა 2024 წლის 1 თებერვლამდე უნდა გამოხატონ დაინტერესება ესეების კონკურსში მონაწილეობისათვის. ამისთვის ელექტრონულ მისამართებზე info@irc.ge, a.japaridze@irc.ge უნდა გამოგზავნონ სახელი, გვარი, უნივერსიტეტის დასახელება, ნაშრომის სავარაუდო სათაური. წერილის სათაურში (subject line) უნდა მიუთითოთ – ესეების კონკურსი.
ნაშრომების მიღების ბოლო ვადაა 2024 წლის 29 თებერვალი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.