ესეების კონკურსი 11-12 კლასელებისთვის

Webster University Georgia აცხადებს ესეების კონკურსს 11-12 კლასელებისთვის თემაზე – “ტექნოლოგიები და საზოგადოება: ტექნოლოგიის გავლენა საზოგადოებისა და ადამიანის კეთილდღეობაზე”
 
კონკურსის პირობები:
🔹 ესეს ფორმატში უნდა იმსჯელო ტექნოლოგიის როლზე თანამედროვე საზოგადოების ჩამოყალიბებაში;
🔹 განიხილო ტექნოლოგიების ეფექტები კომუნიკაციაზე/ განათლებაზე/ჯანდაცვაზე/კონფიდენციალურობაზე და იმაზე თუ როგორ შეუძლიათ ინდივიდებსა და ინსტიტუტებს უარყოფითი ზემოქმედების შერბილება.
 
👇🏼 ესე უნდა წარმოადგინო Microsoft Word ფორმატში და დაიცვა შემდეგი გაფორმების წესები:
🔸 სატიტულო გვერდი უნდა მოიცავდეს ესეს სათაურს, ავტორის სახელს და გვარს, კლასს და თარიღს;
🔸უნდა გამოიყენო ფონტი Sylfaen, შრიფტის ზომა 11, სტრიქონებს შორის 1.5 დაშორებით
 
შეფასების ძირითადი კრიტერიუმები: თემასთან შესაბამისობა, ორიგინალურობა და კრეატიულობა, ანალიზის სიღრმე, არგუმენტირებულობა, სტრუქტურა და მართლწერის წესების დაცულობა.
 
🔹 სიტყვების რაოდენობა: 400-1000
🔹 ესეს ენა: ქართული
 
ესე უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Tbilisiadmissions@webster.edu
 
ესეების გადმოგზავნის ბოლო ვადაა: 2024 წლის ,  9 ივნისი

 

საპრიზო ფონდი:

I ადგილი – 500 ₾
II ადგილი – 300 ₾
III ადგილი – 200 ₾