
CENN, ევროკავშირის მხარდაჭერით აცხადებს ესსეების კონკურსს „ყოველი დღე დედამიწის დღეა“ გურიის, იმერეთის, რაჭის, კახეთის, წალკის, ნინოწმინდისა და გორის 14-29 წლამდე ახალგაზრდებისათვის.
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა დაწერონ ესსე, სათაურით –„ყოველი დღე დედამიწის დღეა“
ესსე უნდა ეხმაურებოდეს იმ გამოწვევებსა და პრობლემის გადაჭრის გზებს, რომლის წინაშეც ჩვენი პლანეტა დგას.
კონკურსის ფარგლებში შემოსული ესსე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
*ტექსტის უნიკალურობა- ტექსტი ავტორის უნიკალური ნააზრევი უნდა იყოს. შეგიძლიათ და მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია სხვადასხვა ბეჭდული და ციფრული წყაროებიდან მოიძიოთ. თარგმნეთ, გააკეთეთ პერიფრაზი, გვაჩვენეთ თქვენი ინდივიდუალური ხედვა და არ დაგავიწყდეთ, აუცილებლად მიუთითეთ წყარო;
*ტექსტის თემატიკა- ესსე უნდა იყოს თემის შესაბამისი;
*ტექსტის მახასიათებლები – არაუმეტეს 300 სიტყვისა;
ესსეების წარდგენის ბოლო ვადა: 10 აპრილი, 2022 წელი
დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.