სტრატეგიული განვითარების ცენტრი აცხადებს ესეების კონკურსს სტუდენტებისთვის – “უკეთ გავიცნოთ ნატო”. კონკურსი მოიცავს ესეს ტიპის ნაშრომის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:
➡️რუსეთის ომი უკრაინაში: ახალი საერთაშორისო წესრიგი და ნატოს როლი მასში;
➡️ნატოს გაფართოების პოლიტიკა რუსეთის მომიჯნავე ქვეყნებში;
➡️აღმოსავლეთ ევროპა, როგორც ნატოს გამწევი ძალა: ახალი გეოპოლიტიკური მოთამაშე?
➡️რუსეთ-უკრაინის ომი და უკრაინისადმი დასავლეთის მიერ გაღებული დახმარება;
➡️ნატოს წევრი ქვეყნების მილიტარიზაცია უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ;
➡️რუსეთ-უკრაინის ომი და შავი ზღვის უსაფრთხოება;
➡️ფინეთის ნატოში გაწევრიანების გამოცდილება და საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები.
ჩამოთვლილი სიის გარდა, GCSD გამონაკლისის სახით, ასევე მიიღებს ნატოსთან დაკავშირებულ ორიგინალურ თემებს.
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი. საუკეთესო ნაშრომების ავტორები მიიღებენ ფულად ჯილდოს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის და მაგისტრატურის სტუდენტებს.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
-საკონკურსო ნაშრომის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი ქართულ ენაზე (არაუმეტეს 300 სიტყვისა);
-რეზიუმე (CV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე არაუმეტეს 2 გვერდისა;
-წარსულში შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.) ქართულ ან ინგლისურ ენაზე.
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2023 წლის 21 ივლისისა.
გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ – ,,უკეთ გავიცნოთ ნატო” და თქვენი სახელი და გვარი.
პროექტს ,,უკეთ გავიცნოთ ნატო – ფაზა II” #GCSD ნატოს სახალხო დიპლომატიის განყოფილების მხადაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწ