ესეების კონკურსი სტუდენტებისთვის – საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი აცხადებს ესეების კონკურსს ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის თემაზე „საბჭოეთი თანამედროვე საქართველოს მეხსიერებაში“.

 

კონკურსის მიზანია სტუდენტებში მეხსიერებისა და საბჭოთა წარსულის კვლევების წახალისება, პოპულარიზაცია და საზოგადოებაში საბჭოთა წარსულის შესახებ ცნობიერების ამაღლება.

 

საკონკურსო პრიზები:

I ადგილი – ₾700

II ადგილი – ₾500

III ადგილი – ₾300

 

გამარჯვებული ნაშრომები გამოქვეყნდება IDFI-ის მიერ შექმნილ ვებგვერდზე www.historyproject.ge.  ვებგვერდზე განთავსებულია საბჭოთა წარსულისა და უახლესი ისტორიის შესახებ სტატიები, საარქივო მასალები და კვლევები.

 ნაშრომის წარმოდგენის ბოლო ვადა: 10 იანვარი, 2022

 

დეტალურ ინფორმაციას და კონკურსის პირობებს გაეცანით მულზე.