დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი • NCDC & PH , ევროკავშირის პროექტის ფარგლებში აცხადებს ფილმების კონკურსს ჯანმრთელობაზე თბური ტალღების ზეგავლენის შესახებ. თუ გაქვთ იდეა, როგორ აამაღლოთ ცნობიერება თბური ტალღების თავიდან აცილების, მასთან მომზადებისა და მისგან წარმოქმნილი პრობლემების გამკლავების შესახებ, გადაიღეთ 1 წუთიანი ფილმი და გამოგზავნეთ 2023 წლის 30 ივნისამდე.
კონკურსის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, თბური ტალღების თავიდან აცილების, მასთან მომზადებისა და მისგან წარმოქმნილი პრობლემების გამკლავების შესახებ.
კონკურსში გამარჯვებული ფილმები, ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამოყენებული იქნება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ.
ჯანმრთელობა და გარემო მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან, ხოლო ადამიანის საქმიანობა წარმოადგენს მავნე ნივთიერებების მთავარ წყაროს.
მაგალითად, საქართველოსთვის კლიმატის ცვლილების მოსალოდნელი ზემოქმედება მოიცავს უფრო ხშირ, ძლიერ და ხანგრძლივ სიცხეებს, განსაკუთრებით ქალაქებში (თელავი, თბილისი და ზუგდიდი), რაც უმთავრესად გავლენას ახდენს მოწყვლად მოსახლეობაზე. 2020-2049 წლებში, თბილისში მოსალოდნელია უფრო თბილი, ცხელი და ძალიან ცხელი დღეების რაოდენობის ზრდა.
კვლევამ დაადგინა, რომ სიცხისგან დაცვის შესახებ ცოდნის დაბალი დონე, ადამიანებს უფრო მოწყვლადს ხდის თბური ტალღების მიმართ. გარდა ამისა, ჩვენი კვლევებითა და ექსპერტთა გამოკითხვებით ირკვევა, რომ საქართველოში გარემოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებიულ ყველა საკითხზე, საზოგადოების ცნობიერების დონე, ზოგადად საკმაოდ დაბალია.
მთავარი გზავნილები
1. იქონიეთ ინტერიერი გრილ მდგომარეობაში
ცხელ დღეებში, ჰაერის გარე ტემპერატურა ხშირად უფრო თბილია, ვიდრე შენობაში. ასეთ შემთხვევებში, დახურეთ ფანჯრები და ოთახები დაჩრთილეთ მზისგან, ფარდებით ან ჟალუზებით. მზის დამცავი ფირი, რომელიც ადვილად თბება, ასევე შეიძლება გაიკრას ოთახის ფანჯრებზე. საღამოს, როცა ჰაერი გრილდება, გააღეთ ფანჯრები და გაანიავეთ ბინა. ის ნათურები და ელექტრო ტექნიკა, რომლებსაც არ იყენებთ, გამორთეთ.
თუ იყენებთ კონდიციონერს, გახსოვდეთ, რომ კარებები და ფანჯრები უნდა იყოს დახურული. ვენტილატორი გვეხმარება თავი ვიგრძნოთ უფრო კომფორტულად დახურულ სივრცეში, როდესაც ტემპერატურა 35 გრადუსზე დაბალია. როდესაც ჰაერსი ტემპერატურა უფრო თბილია, ვენტილატორი არ უნდა იქნას გამოყენებული, რადგან იგი ზრდის სხეულის სითბურ დატვირთვას.
2. მოერიდეთ ცხელ ადგილებს და მზის პირდაპირ სხივებს
მოერიდეთ გარეთ ყოფნას დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში. თუ თქვენს ბინაში გაუსაძლისად ცხელა, გაატარეთ დრო ისეთ გრილ ადგილებში, როგორიც არის დაჩრდილული პარკი ან კონდიცირებული საზოგადოებრივი ადგილები.
როდესაც იმყოფებით გარეთ, მოერიდეთ მცხუნვარე მზეს და დარჩით ჩრდილში.
თუ თქვენი დღე მოიცავს მძიმე ფიზიკურ დატვირთვას, შეეცადეთ ამის გაკეთება დილით ან საღამოს. დღის ყველაზე ცხელ მონაკვეთში, დაისვენეთ.
3. დალიეთ საკმარისი რაოდენობით სითხე და იკვებეთ მსუბუქად
მთელი დღის განმავლობაში დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე. გახსოვდეთ, რომ სითხე უნდა დალიოთ სანამ მოგწყურდებათ. განსაკუთრებით ეს ეხება ხანდაზმულებსა და ბავშვებს.
იცოდეთ, რომ ძალიან ცოტა სითხე გაქვთ დალეული, როდესაც
• გწყურიათ ან პირი გიშრებათ
• შარდვის მოთხოვნა კლებულობს
• შარდის ფერი მუქდება.
წყურვილის მოკვლის კარგი საშუალება არის ჩვეულებრივი წყალი. მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინს, რადგან ისინი იწვევენ ორგანიზმის გაუწყლოებას. ასევე მოერიდეთ შაქრის მაღალი შემცველობის სასმელებს.
გახსოვდეთ, უნდა ჭამოთ იმდენი, რომ ორგანიზმში მარილის ბალანსი შენარჩუნდეს ნორმალურ მდგომარეობაში. ხშირად მიირთვით კერძები მცირე რაოდენობით. უპირატესობა მიანიჭეთ გრილ და წყლიან საკვებს, როგორიცაა სალათები და ხილი. მოერიდეთ მაღალი შემცველობის ცილოვან საკვებს.
4. სხეული ამყოფეთ გრილ მდგომარეობაში
ჩაიცვით მსუბუქად, მოშვებული ტანსაცმელი, რომელიც არ იწვევს გაოფლიანებას. ისეთი ბუნებრივი მასალები, როგორიც არის ტილო და ბამბა, ზაფხულში გრილია.
თავი დაიცავით მზისგან ფართოფარფლებიანი ქუდით, მზის სათვალეებით, გრძელმკლავიანი მაისურითა და გძელი შარვლით.
გაიგრილეთ სხეული, მაგალითად, გრილი შხაპით, სველი ტანსაცმლით ან ცივი შემოხვევებით. შეცვალეთ საბანი და თეთრეული ბუნებრივი მასალებისგან დამზადებული მსუბუქი ქსოვილებით.
5. იზრუნეთ სხვებზე
ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, შეიძლება დაჭირდეთ მხარდაჭერა და დახმარება ცხელ დღეებში. ყოველ დღე დაუკავშირდით და მოიკითხეთ თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობა, რომლებიც მიეკუთვნებიან რისკ ჯგუფებს, როგორიცაა ხანდაზმულები, გარკვეული მედიკამენტების ქვეშ მყოფი ადამიანები და მარტოდ მცხოვრები ადამიანები. საჭიროების შემთხვევაში დაეხმარეთ საყვარელ ადამიანებს, რათა თავი დაიცვან სიცხისგან.
ბავშვები ყოველთვის ვერ იგებენ, როგორ დაიცვან თავი სიცხისა და მზის შუქისაგან. წაიყვანეთ ბავშვები ჩრდილში და დარწმუნდით, რომ ღებულობენ საკმარისი რაოდენობის წყალს.
არ დატოვოთ ბავშვები, მოხუცები ან ცხოველები გაჩერებულ მანქანაში. თუ თქვენს შვილს გარეთ ეტლში სძინავს, ნუ დატოვებთ ეტლს მზის შუქზე.
6. სერიოზულად მოეკიდეთ სიცხესთან დაკავშირებულ ჯანმრთელობის პრობლემებს
თუ თქვენ ან თქვენს საყვარელ ადამიანს აწუხებს ხანგრძლივი ავადმყოფობა, დააკვირდით სიმპტომების გაუარესებას. უპრიანია ექიმთან წინასწარ გაიაროთ კონსულტაცია, თუ როგორ მოქმედებს სიცხე დაავადებაზე ან წამალზე.
სითბურმა დაავადებებმა შეიძლება გამოიწვიოს დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი და სხეულის ტემპერატურის მატება.
თუ სიმპტომები გამოვლინდა და მიიღეთ გადახურება, დაისვენეთ გრილ ადგილას და დალიეთ მეტი წყალი. თუ დაახლოებით ნახევარ საათში სიმპტომები შემსუბუქდება და სხეულის ტემპერატურა, რომელიც ჩვეულებრივზე მაღალია, აშკარად ეცემა (0,5 გრადუსით ან მეტით), მაშინ სიმპტომები სავარაუდოდ დაკავშირებულია სითბურ სტრესთან. თუ სხეული ინარჩუნებს მაღალ ტემპერატურას, ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ცხელებითაც.
თუ გამოვლინდება სითბური დაავადების სიმპტომები ან თუ ძირითადი დაავადების სიმპტომები უარესდება, საჭიროების შემთხვევაში, მიმართეთ სამედიცინო დახმარებას. შეგიძლიათ დარეკოთ საკუთარ ჯანდაცვის პროვაიდერთან ან სასწრაფო დახმარების ნომერზე.
ვის შეუძლია კონკურსში მონაწილეობა?
საქართველოს ყველა რეზიდენტს, ქართველ სტუდენტებს და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს. კონკურსში მონაწილეობა შესაძლებელია, როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად. კონკურსში ყველა მონაწილე უნდა იყოს 18 წელზე უფროსი ასაკის.
კონკურსში მონაწილეობის პირობები:
ვიდეო უნდა შეეხებოდეს თბურ ტალღებს
კონკურსანტებმა ვიდეო უნდა გამოაგზავნონ, ანიმაციური ან/და გადაღებული ფილმის სახით. სიუჟეტი შეიძლება იყოს დოკუმენტური, გამოგონილი ან შერეული
ფილმი უნდა იყოს ქართულად, ინგლისური სუბტიტრებით.
ხანგრძლივობა – 1 წუთი (მაქსიმალური ხანგრძლივობა – 1,5 წუთი; მინიმალური ხანგრძლივობა – 50 წამი)
ფილმი არ უნდა იყოს ადრე გამოქვეყნებული რომელიმე პლატფორმაზე
ავტორს, ფილმზე და ფილმში გამოყენებულ ყველა კადრზე, უნდა გააჩნდეს საავტორო უფლება
საჭიროების შემთხვევაში, ავტორმა უნდა წარმოადგინოს ფილმის ყველა შესაძლო მსახიობის ნებართვა (საჭიროების შემთხვევაში, წარმოდგენილი უნდა იყოს საკონკურსო წერილის ფორმა)
ავტორს უნდა ჰქონდეს ფილმში მუსიკის გამოყენების სრული უფლება
ფილმის ფორმატი – სულ მცირე HD ხარისხი, 1920×1080, mp4. გამარჯვებული ვიდეოები ასევე უნდა დამუშავდეს 1080×1080 ფორმატში, სოციალური მედიის რეკლამისთვის – გაითვალისწინეთ აღნიშნული ასპექტი ფილმის კომპოზიციების დაგეგმვისას.
დამატებითი ინფორმაცია თბური ტალღების შესახებ:
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეგიძლიათ არაფორმალური ელ-ფოსტის გამოგზავნით თქვენი საკონტაქტო მონაცემებითა და ვიდეოს ბმულით, შემდეგ მისამართზე:
ანტუან პოგორზელსკი: antoine.pogorzelski@expertisefrance.fr და
ეკატერინე ლობჟანიძე:: e.lobzhanidze@ncdc.ge.
ელ-ფოსტის სათაურში მიუთითეთ „ერთწუთიანი ფილმი თბური ტალღების შესახებ“.
ვიდეოს ბოლოს უნდა იყოს შენიშვნა: ეს ვიდეო მომზადდა ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია თვინინგის პროექტი და იგი არ გამოხატავს ევროკავშირის შეხედულებებს
განთავსდეს ლოგოები: ევროკავშირი საქართველოში, ექსპერტიზა ფრანსი, ფინეთის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ინსტიტუტი (THL) და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი. (ლოგოებს მოგაწვდით მოთხოვნის შესაბამისად)
როდის არის ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადა?
ფილმის გამოგზავნის ბოლო ვადაა 30 ივნისი, 2023 წელი.
რამდენია საპრიზო ფონდი?
გათვალისწინებულია ორი ოდენობის თანხა: პირველი ადგილისთვის 4 000 ევრო, ხოლო მეორე ადგილისთვის 2 000 ევრო.
როგორ მოხდება გამარჯვებულების გამოვლენა და ფილმების შეაფასება?
კონკურსის გამარჯვებულებს გამოავლენს ჟიური.
გამარჯვებული ფილმები გამოქვეყნდება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადეობრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (დკსჯც) ვებ გვერდსა და/ან (პოტენციური პარტნიორის) სოციალური მედიის არხებზე
გამარჯვებულები მიწვეულნი იქნებიან ევროკავშირის დაძმობილების პროექტის დასკვნით სემინარზე, სადაც ასევე იქნება ფილმების ჩვენება.
კონკურსის დასრულებამდე ფილმის სხვა პლატფორმაზე განთავსება დაუშვებელია.
გამარჯვებული ვიდეოების ავტორებს, ვიდეოსთან დაკავშირებულ ყველა უფლებას მიანიჭებს დკსჯც.
ჟიურის შემადგენლობა:
2-3 წარმომადგენელი დკსჯც-სა და გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრიდან
● 1 წარმომადგენელი თანამშრომლობაში მონაწილე შესაძლო მედიის ან სხვა პარტნიორისგან
1-2 ევროკავშირის დაძმობილების ექსპერტი
ორგანიზატორი:
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაძმობილების პროექტი „საქართველოში „ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემოს ზეგავლენის შეფასების პრაქტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით“. დაძმობილების პროექტს ახორციელებს საფრანგეთი და ფინეთი.
დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაგვიკავშირდეთ: Project sheet – Expertise France
ანტუან პოგორზელსკი, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩეველი:
ტელ.: საქართველოში +995 551 115 754; საფრანგეთში +33 6 63 23 08 47
Whatsapp: +33 6 63 23 08 47
ეკატერინე ლობჟანიძე, დაძმობილების პროექტის მუდმივი ადგილობრივი მრჩევლის თანაშემწე
ტელ: +995 599 50 71 67
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.