ერთი წლიანი სტიპენდია ირლანდიაში სასწავლებლად

ირლანდიის უმაღლესი განათლების ორგანო (HEA) აცხადებს საერთაშორისო განათლების სტიპენდიის პროგრამას, რომელიც ხელმისაწვდომია არაევროკავშირის ქვეყნების, მათ შორის, ქართველი სტუდენტებისთვის.

 

პროგრამაში მონაწილეობა შეუძლია ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტს, მაგისტრატურის და კვლევის/დოქტორანტურის სტუდენტებს.

 

1 წლიანი აკადემიური პროგრამა ითვალისწინებს სწავლის საფასურის სრულად დაფინანსებას და სტიპენდიას 10 ათასი ევროს ოდენობით.

 

დანართის სახით იხილეთ სააპლიკაციო მოთხოვნების ამსახველი დოკუმენტაცია

 

საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 26 მარტი, 2021 წელი

 

პროგრამის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შესაძლებელია იხილოთ შემდეგ ბმულზე:

https://eurireland.ie/

Copy link
Powered by Social Snap