ეიფელის სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე

განაცხადების მიღება ეიფელის სტიპენდიაზე 2022-2023 სასწავლო წლისთვის დაწყებულია!

 

მითითებული თარიღი ეხება მიმღებ უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი, არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას საფრანგეთში.
 
ეიფელის ბრწყინვალების სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგ მიმართულებში :
 
– ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებები:
 
-ბიოლოგია და ჯანდაცვა
-ეკოლოგიური გარდაქმნა
-მათემატიკა და ციფრული მიმართულება
-საინჟინრო მეცნიერებები
 
– ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები:
 
-ისტორია, ფრანგული ენა და ცივილიზაცია
-სამართალი და პოლიტიკური მეცნიერებები
-ეკონომიკა და მართვა
 
სააპლიკაციო პერიოდი: 2021 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 7 იანვრის ჩათვლით.

 
როგორ წარვადგინოთ კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიაზე?
 
პირველი ეტაპი:
 
– დაუკავშირდით თქვენი ქვეყნის კამპუს ფრანსის წარმომადგენლობას და საფრანგეთის საელჩოს კულტურისა და თანამშრომლობის სამსახურს, სადაც კონსულტაციას გაგიწევენ თქვენი სასწავლო პროგრამის შესაბამისად.
– დაუკავშირდით ფრანგული უმაღლესი სასწავლო დაწესებულების საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურს ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, ეწვიეთ მათ ვებგვერდს, რათა გაეცნოთ განაცხადის გასაკეთებლად საჭირო პროცედურებსა და თარიღებს.
– უნივერსიტეტსა და სკოლას თავად ირჩევთ, საფრანგეთში თქვენი სასწავლო გეგმებიდან გამომდინარე.
– საფრანგეთის ყველა უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას უფლება აქვს წარადგინოს კანდიდატურა ეიფელის სტიპენდიაზე.

 
 
მეორე ეტაპი:
 
– სასწავლო დაწესებულება თანხმდება და მხარს უჭერს თქვენს კანდიდატურას ეიფელის სტიპენდიაზე წარსადგენად.
– სასწავლო დაწესებულება ონლაინ წარადგენს თქვენს კანდიდატურას კამპუს ფრანსის სპეციალურ ვებგვერზე.
– სტუდენტების მიერ პირდაპირ გადაგზავნილი ან უცხოური სასწავლებლების მიერ წარმოდგენილი განაცხადები არ განიხილება.
– უნივერსიტეტების მიერ კანდიდატთა დოსიეების წარდგენა ხდება სტუდენტების მაღალი აკადემიური მოსწრების საფუძველზე, რომელთა მიღება სასწავლებლებს თავიანთ სასწავლო პროგრამებზე სურთ.
 
-დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ფრანგული ინსტიტუტის ვებგვერდზე:https://institutfrancais.ge/…/eifelis-stipendia-2022/

 
დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით საქართველოში კამპუს ფრანსის
 
წარმომადგენელს ნათია მსხალაძეს:
natia.mskhaladze@institutfrancais.ge.

Copy link
Powered by Social Snap