ეიფელის სტიპენდიები სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებზე
ეიფელის სტიპენდიებზე განაცხადების მიმღება დაიწყო. ეიფელის სასტიპენდიო პროგრამა შექმნილია საფრანგეთის საგარეო ურთიერთობის სამინისტროს მიერ, რათა საუკეთესო სტუდენტებმა მსოფლიოს მასშტაბით მიიღონ სამაგისტრო და სადოქტორო განათლება საფრანგეთის უნივერსიტეტებში. ეიფელის სტიპენდია მოიცავს სამაგისტრო (12-დან 36 თვემდე) და სადოქტორო სტიპენდიებს (მობილობა 12 თვის მანძილზე) შემდეგი მიმართულებით:
სამართალი
ეკონომიკა და მართვა
პოლიტიკური მეცნიერებები
საინჟინრო მეცნიერებები მაგისტრატურის საფეხურისთვის ; სადოქტორო საფეხურისთვის (საინჟინრო მეცნიერებები, ზუსტი მეცნიერებები : მათემატიკა, ფიზიკა, ქიმია და სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები, ნანო და ბიოტოქნოლოგიები, დედამიწის და გარემოს შემსწავლელი მეცნიერებები, ინფორმაციიისა და კომუნიკაციის მეცნიერებები და ტექნოლოგიები).
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 8 იანვრი. (მითითებული თარიღი ეხება უნივერსიტეტებს, დაინტერესებული კანდიდატები კი არაუგვიანეს ნოემბრის თვის განმავლობაში უნდა დაუკავშირდნენ სასურველ უმაღლეს დაწესებულებას).
ყურადღება! ეიფელის სტიპენდიაზე განაცხადის წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ უნივერსიტეტის მეშვეობით. კანდიდატები ირჩევენ ერთ უნივერსიტეტს და უკავშირდებიან მათ დოსიეს შესავსებად.
ეიფელის სტიპენდიის ფარგლებში, სამაგისტრო საფეხური ფინანსდება სრულად (24 თვე), თუ სტუდენტი არ გეგმავს სამაგისტრო თემის საფრანგეთში დაცვას. სტიპენდიის ხანგრძლივობაა 12 თვე. ყოველთვიური სტიპენდია შეადგენს 1181 ევროს, ხოლო დოქტორანტებისთვის 1400 ევროს.
დამატებით ინფორმაცია სტიპენდიების შესახებ იხილეთ ბმულზე.