ევროკავშირის პროგრამა დამწყები ჟურნალისტებისთვის

როკომისია Youth4Regions პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჟურნალისტური გამოცდილების მქონე ახალგაზრდებს იწვევს. პროგრამა ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში 2023 წლის 7-13 ოქტომბერს განხორციელდება.

 

ინიციატივის მიზანია, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში მცხოვრებ ჟურნალისტიკის სტუდენტებსა და ახალგაზრდა ჟურნალისტებს უკეთ გააცნოს, რას საქმიანობს ევროკავშირი მათ რეგიონში.

 

პროგრამის მონაწილეები ჟურნალისტიკისა და ევროკავშირის „ერთიანობის პოლიტიკის“ საკითხებზე გაივლიან ტრენინგს. მათ ასევე მიეცემათ შანსი, მიიღონ მენტორინგი თავიანთ ქვეყნებში მოღვაწე ჟურნალისტებისგან, იმუშაონ სახელგანთქმული ჟურნალისტების მხარდამხარ ევროკავშირის რეგიონების კვირეულის განმავლობაში და მოინახულონ ევროკავშირის ინსტიტუტები. გარდა ამისა, მათ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში დაგეგმილ ევროკომისიის პრეს-ტურებში ჟურნალისტის სტატუსით მიიღონ მონაწილეობა.

 

საცხოვრებლის, საკვებისა და მგზავრობის ხარჯებს მთლიანად ევროკომისია დაფარავს.

განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა: 2023 წლის  10 ივლისი.

 

დამატებითი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.