ევროკავშირის პრიზი ფოტოგრაფებისთვის

თუ გაინტერესებთ ფოტო ჟურნალისტიკა და გიყვართ მნიშვნელოვანი მოვლენებისა და გარემოს აღბეჭდვა თქვენს გარშემო, მაშინ ნამდვილად გაქვთ შანსი გახდეთ ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში 2021 წლის გამარჯვებული.
გამოაგზავნეთ ფოტო, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს ასახავს 2021 წლის 30 ნოემბრამდე.

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში, რომელიც საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ 2012 წელს დააარსა, ხელს უწყობს ქართულ მედიაში პროფესიონალიზმისა და ჟურნალისტური ეთიკის კოდექსის ნორმების გაღრმავებას. ნდობისა და მშვიდობის აღდგენაში გაწეული წვლილისთვის ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია გასცემს კონფლიქტების მიმართ სენსიტიური ჟურნალისტური ნაშრომისთვის დაწესებულ სპეციალურ პრიზს.

 

კონკურსის წესები ეყრდნობა საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის პრინციპებს და ემსახურება პროფესიონალიზმისა და ეთიკის ნორმების დამკვიდრების ხელშეწყობას ქართულ ჟურნალისტიკაში.

 

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში წელს 7 კატეგორიაში გაიცემა:

– საუკეთესო სტატია ბეჭდურ ან ელექტრონულ მედიაში;
– საუკეთესო სიუჟეტი სამაუწყებლო ან ელექტრონულ მედიაში;
– საუკეთესო საგამოძიებო სტატია ან სიუჟეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
– საუკეთესო ბლოგი/საავტორო სტატია/სვეტი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
– ყველაზე ორიგინალური და ინოვაციური ნაშრომი ბეჭდურ, ელექტრონულ ან სამაუწყებლო მედიაში;
– ევროკავშირის ფასეულობების ამსახველი საუკეთესო დოკუმენტური ფოტო;
– კონფლიქტების მიმართ სენსიტიური საუკეთესო ჟურნალისტური ნაშრომი, რომელიც ხელს უწყობს საქართველოში მომხდარი შეიარაღებული კონფლიქტების კონტექსტში ნდობისა და მშვიდობის აღდგენას (ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზი სამშვიდობო ჟურნალისტიკაში).

 

პირველ ექვს კატეგორიაში თითოეული გამარჯვებული მიიღებს ფულად ჯილდოს.

 

სამშვიდობო ჟურნალისტიკაში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის სპეციალური პრიზის მფლობელი გაივლის 30-დღიან სტაჟირებას „ომისა და მშვიდობის გაშუქების ინსტიტუტის“ ლონდონის ოფისში.

 

საკონკურსო ნამუშევრების წარდგენის ბოლო ვადაა 2021 წლის 30 ნოემბერი.

ნამუშევრების წარდგენის წესები და ბოლო ვადები: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism-rules/

განაცხადის ფორმა იხილეთ აქ: https://eu4georgia.ge/ka/euprizeforjournalism-submission/

 

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით:

ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში: თამარ მიქაძე, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში, Tamriko.Mikadze@eeas.europa.eu

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.