დოიჩე ველე აკადემიის და MDF-ის მედიაწიგნიერების უფასო პროგრამა

მედიის განვითარების ფონდი (MDF), “დოიჩე ველე აკადემიის” (DWA) მხარდაჭერით, აგრძელებს მედიაწიგნიერების პროგრამას. ახალგაზრდებს, ვისაც სურთ მიიღონ ცოდნა მედიაწიგნირებაში, განივითარონ ინფორმაციისა და მედიაშინაარსის კრიტიკული ანალიზის, ასევე ფაქტების გადამოწმების უნარები, გაიარონ სტაჟირება ფაქტების გადამოწმების ვებ-პორტალზე www.mythdetector.ge. ვიწვევთ მედიაწიგნიერების პროგრამის შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად.

 

კურსის მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ გაიღრმაონ ცოდნა შემდეგ საკითხებში:

-მედიის როლი და ფუნქციები დემოკრატიულ საზოგადოებაში, ინფორმაციის კრიტიკული ანალიზი;

-მედიის მფლობელობა და ფინანსური გამჭვირვალობა;

-ფაქტების გადამოწმება ღია წყაროებით და ინსტრუმენტებით: ყალბი ინფორმაცია, ვიზუალი;

-სოციალურ მედიაში ყალბი ანგარიშების და კოორდინირებული არაავთენტური ქმედების იდენტიფიცირება

-კიბერუსაფრთხოება

-მულტიმედია პროდუქტის წარმოება (აუდიო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი)

-მონაცემთა ვიზუალიზაცია (ინფოგრაფიკა, სტორიმეფი, ტაიმლაინი).

 

სასწავლო კურსში მონაწილეობის მსურველი აპლიკანტი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:

-იყოს 18-28 წლამდე ახალგაზრდა;

-ფლობდეს ინგლისურ ან რომელიმე ევროპულ ენას საბაზისო დონეზე, რათა შეძლოს მასალის წაკითხვა, გააზრება და პირველ წყაროსთან ინფორმაციის გადამოწმება;

ორი კანდიდატი შეირჩევა იმ ახალგაზრდებიდან, რომელთა მშობლიური ენა აზერბაიჯანული ან სომხურია.

დაინტერესებულმა პირებმა გააგზავნეთ აპლიკაცია : 2022 წლის, 14 თებერვლამდე

 

სააპლიკაციო ფორმა და დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ იხილეთ ბმულზე.