აშშ-ს საელჩო საქართველოში აცხადებს 2022 წლის დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების პროგრამის შესარჩევ კონკურსს. აშშ-ის მთავრობის ინიცირებით პროგრამა 1994 წელს შეიქმნა და იგი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპის, ასევე პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ტერიტორიაზე მყოფ აშშ-ის საელჩოებს ადგილობრივი დემოკრატიული ინიციატივების დაფინანსების საშუალებას აძლევს.
პროგრამას განიხილავს და პროექტებს შეარჩევს დემოკრატიის მცირე გრანტების კომისია, რომელსაც ხელმძღვანელობს აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე. კომისიის შემადგენლობაში ასევე არის საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების უფროსი და აშშ-ის მისიის ადგილობრივი სამთავრობო სააგენტოების წარმომადგენლები.
პროგრამის მიზნები:
დემოკრატიის კომისიის მცირე გრანტების კომისიის მიზანია დააფინანსოს სპეციფიკური პროექტები, რომლებიც ხელს უწყობს დემოკრატიას, აძლიერებს დემოკრატიული ინსტიტუტების ჩამოყალიბების პროცესს და ზრუნავს მოქალაქეთა განათლებაზე საქართველოში. გრანტის მიღება შეუძლიათ საქართველოში დაფუძნებულ და რეგისტრირებულ არაკომერციულ, არასამთავრობო ორგანიზაციებს, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, ასევე მედია ორგანიზაციებს.
გრანტის მაქსიმალური რაოდენობა თითოეულ პროექტზე 50,000 აშშ დოლარია.
საპროექტო განაცხადი უნდა ეხებოდეს მოცემული თემებიდან ერთ–ერთს მაინც:
1) ეკონომიკური ზრდა:
სასოფლო ეკონომიკური განვითარება/მეწარმეობის განვითარება
ტურიზმის განვითარება/სტუმარ-მასპინძლობის სექტორის მენეჯმენტი
ზოგადი განათლება (იხილეთ ქვემოთ მოცემული განმარტება)
2) გენდერული თანასწორობა და სოციალური ინკლუზია:
ქალების გაძლიერება
ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების ჩართულობა
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ჩართულობა/ინკლუზიური განათლება
ბავშთა უფლებების დაცვა და ბავშვთა კეთილდღეობა
3) სამოქალაქო ჩართულობა და ინფორმირებული მოქალაქეები:
ჟურნალისტური განათლება და პროფესიონალიზმი
ტრენინგი მედიაწიგნიერებასა და მაღალი ხარისხის მქონე დამოუკიდებელი მედია კონტენტის წარმოებაში
ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების გაძლიერება და ადვოკატირება
კიბერუსაფრთხოება, სტრატეგიული კომუნიკაციები და ციფრული დიპლომატია
განაცხადების მიღების ბოლო ვადა 25 თებერვალი, 2022, 18:00.
🔸 საგრანტო პროგრამის საინფორმაციო დღეს – 25 იანვარს, 17:00 საათზე საელჩოს ფეისბუქის გვერდზე გაიმართება ონლაინ კონსულტაცია.
დეტალური ინფორმაცია და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე: https://go.usa.gov/xeFmG