დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის კონკურსი

ტერორიზმის კვლევითი ცენტრი (TRC) აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.

სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი და თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge 

 

რეკომენდირებული საკვლევი საკითხები:

  • ტერორიზმიდან გათიშვის, დერადიკალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამების ანალიზი;
  • ულტრა მემარჯვენე და ჯიჰადისტური ექსტრემისტული/ტერორისტული ჯგუფების ნარატივების შედარებითი ანალიზი;
  • კონტრტერორიზმის გამოწვევები დემოკრატიულ სახელმწიფოში.

დამატებით, განმცხადებელი თავისუფალია წარმოადგინოს მისთვის საინტერესო და რელევანტური საკვლევი საკითხები.

 

სტიპენდიის ოდენობა 600 ლარს შეადგენს

 

განაცხადების მიღება 1-ლი თებერვლის 18:00 საათამდე გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას სათაურის ველში მიუთითეთ – Chochua Fellowship. განაცხადები დანართებისა და მოთხოვნილი დოკუმენტების გარეშე არ განიხილება. სტიპენდიანტი ნაშრომზე მუშაობას 8 თებერვლიდან დაიწყებს, კვლევის დასრულების ვადა კი 15 მარტით განისაზღვრება.

 

დავით ჭოჭუას სახელობის  სასტიპენდიო პროგრამა წარმოადგენს შესაძლებლობას ახალგაზრდა მკვლევარებისთვის, რომლებიც ტერორიზმისა და მისი მომიჯნავე თემებით არიან დაინტერესებული. სტიპენდიის შექმნით, საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრისა (GCSD) და ტერორიზმის კვლევითი ცენტრის (TRC) მიზანია, მხარი დავუჭიროთ ახალგაზრდა მკვლევარებსა და სტუდენტებს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, სტაბილურობის, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.

 

დავით ჭოჭუამ საქართველოში ტერორიზმის კვლევას მნიშნველოვნად შეუწყო ხელი. მისმა წვლილმა, უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებსა და საჯარო სექტორში შესაძლებელი გახადა საქართველოში ტერორიზმის შესახებ ცოდნა მნიშვნელოვან საფეხურზე გადასულიყო.

 

დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიას ცენტრი, წელიწადში ორჯერ, თებერვალსა და სექტემბერში გასცემს, სტიპენდიისა და კვლევის ხანგრძლივობა კი ერთ თვეს შეადგენს.

 

დამატებითი ინფორმაცია დავით ჭოჭუას სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე