
CSD აცხადებს კონკურსს დავით ჭოჭუას სახელობის სტიპენდიის მისაღებად.სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოციალური და პოლიტიკური მეცნიერებების საბაკალავრო საფეხურის მე-3 და მე-4 კურსის სტუდენტებს.
სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, მხარი დაუჭიროს სტუდენტებს, რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების, ტერორიზმის, მისი გამოვლინებების, პრევენციული მექანიზმებისა და სხვა მომიჯნავე საკითხების შესწავლაში.
საორიენტაციო თემატური საკვლევი მიმართულებები:
1. რეგიონული და გლობალური უსაფრთხოება
2. ტერორიზმი და ძალადობრივი ექსტრემიზმი
3. გლობალური უსაფრთხოების გამოწვევები
დავით ჭოჭუას სახელობის სასტიპენდიო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია გამოაგზავნოთ საკვლევი თემის აბსტრაქტი (მაქსიმუმ 200 სიტყვა), თქვენი რეზიუმე (მაქსიმუმ 2 გვერდი) და განაცხადში მიუთითოთ აკადემიური რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია შემდეგი ელ. ფოსტის მისამართზე: trc@gcsd.org.ge
განაცხადების მიღება 2025 წლის, 17 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. განაცხადის გამოგზავნისას, გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ – Chochua Fellowship 01/2025.
❗️ არასრულად გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.
დეტალური ინფორმაციისთვის გთხოვთ, გადახვიდეთ ბმულზე