Friends of Academic Research in Georgia (FaRiG) ქართველ მეცნიერებს ყოველწლიურად საშუალებას აძლევს, მიიღონ გრანტი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სფეროში და ეხმარება მათ კვლევების ქვეყნის ფარგლებს გარეთ გამოქვეყნებაში. ორგანიზაცია 2000 წელს ჯონ უილკინსონის მიერ დაარსდა.
2024 FaRiG დიდი კავკასიონის კვლევითი გრანტი
პროფესორი ჰუბერტუს იანი გამოყოფს 1600 £-ს ოდენობის დაფინანსებას ქართველი პოსტსადოქტორო მკვლევრებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ საქართველოში. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველოსა და მისი მეზობელი ერთი ან მეტი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, ჩრდ. კავკასია, ირანი) ისტორიასა და კულტურას.
2024 FaRiG ჯონ ვილკინსონის კვლევითი გრანტი
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500 £-ს ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს საქართველოს კულტურასა და მემკვიდრეობას.
2024 FaRiG სიმონ ზაზაძის კვლევითი გრანტი
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1500 £-ს ოდენობით. კვლევა უნდა ეხებოდეს ქართულ-ანატოლიურ კვლევებს შავი ზღვის სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონის მდიდარი კულტურისა და ისტორიული მემკვიდრეობის გათვალისწინებით.
2024 FaRiG პოლონსკის კვლევითი გრანტი
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1000 £-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოსა და კავკასიაში მცხოვრები ებრაული თემის ისტორიასა და კულტურაზე.
2024 FaRiG გრიბოედოვის კვლევითი გრანტი
საქართველოსა ან/და რუსეთში მცხოვრები ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი გრანტი 1000 £-ს ოდენობით. კვლევა ორიენტირებული უნდა იყოს საუკუნეების განმავლობაში საქართველოს რუსეთთან ინტერაქციის ასპექტებზე.
2024 FaRiG ქეროლაინ ადამსის პრიზი ესეისთვის
ქართველი მეცნიერებისათვის ხელმისაწვდომი პრიზი ესეისათვის 500 £-ს ოდენობით. ესეი ორიენტირებული უნდა იყოს ჰუმანიტარული მეცნიერებების ნებისმიერ თემაზე, რომელიც აქტუალურია საქართველოში.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 28 თებერვალი, 2024
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ოფიციალურ ვებგვერდს ან იხილეთ საინფორმაციო ბროშურა.