გრანტები მედია კამპანიებისთვის

ადამიანის უფლებათა სახლი და ERIM (Equal Rights & Independent Media – ყოფილი IREX Europe) აცხადებს გრანტების კონკურსს მედია კამპანიებისთვის COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ. პროექტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება და მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს COVID-19-ის პანდემიის განმავლობაში და მის შემდეგ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ აქტივისტებს და დამოუკიდებელ მედიას.

 

გამოცხადებული საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს მედია კამპანიების განხორციელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის შესახებ, განსაკუთრებით, რეგიონებსა და სოფლებში. მხარდაჭერილი აქტივობები შესაძლოა, მოიცავდეს კარდაკარ საინფორმაციო კამპანიას, ინფორმაციისა და ცოდნის გავრცელებას COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე რეგისტრაციის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრებს კონკრეტულ ჯგუფებთან (ახალგაზრდები, მოხუცები, მასწავლებლები და ა.შ.), ასევე, სოციალურ მედიაში, ტელევიზიასა თუ ბეჭდურ მედიაში გასავრცელებლად მომზადებულ პროდუქტებს. 8,000 ევრომდე ღირებულების გრანტები მაქსიმუმ 12 თვის ვადით გაიცემა. გრანტები ხელმისაწვდომია როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, ასევე დამოუკიდებელი მედიისთვის — მათი ერთობლივი განაცხადები კი, პრიორიტეტულია. პრიორიტეტი მიენიჭება განმცხადებლებს, რომელთაც აქვთ პოტენციალი, მიწვდნენ მოწყვლად ჯგუფებს, რეგიონში მცხოვრებ მოქალაქეებსა და პანდემიით განსაკუთრებულად დაზარალებულ ადამიანებს.

 

განაცხადის შეტანა შეუძლიათ:

-საქართველოში რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს;
-დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს;
-შესაძლებელია ერთობლივი განცხადების წარდგენაც.

განაცხადები პოლიტიკური ან რელიგიური ორგანიზაციებისგან არ განიხილება.

დასაშვებობის კრიტერიუმები:

-განმცხადებელს აქვს აქტიური საქმიანობის ისტორია მინიმუმ ბოლო სამი წლის განმავლობაში. მედია ორგანიზაციისა და არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;
-განმცხადებელს ჰყავს სულ მცირე სამი სრულ განაკვეთზე დასაქმებული თანამშრომელი. მედია ორგანიზაციისა და -არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივი განაცხადის შემთხვევაში, ამ კრიტერიუმს ერთ-ერთი მათგანი მაინც აკმაყოფილებს;
-განმცხადებელი წარმოაჩენს წარსული საქმიანობის სტაბილურობას;
-განმცხადებელს აქვს მედია კამპანიის განხორციელების მკაფიო გეგმა /გამოცდილება.
-მაქსიმალური მოთხოვნილი თანხა როგორც ინდივიდუალურ, ისე ერთობლივ განაცხადებზე: 8 000 ევრო.

 

განმცხადებლებმა უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო-ფორმა ელ-ფოსტაზე: info@hrht.ge და სათაურის ველში მიუთითონ “LOT6: გრანტები მედია კამპანიებისთვის”.

 

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადა: 2021 წლის 12 სექტემბერი, თბილისის დროით 18:00.

 

დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით ადამიანის უფლებათა სახლს ელ-ფოსტაზე: info@hrht.ge 

დეტალები იხილეთ ბმულზე.