გოეთეს ინსტიტუტი აცხადებს კონკურსს

გოეთეს ინსტიტუტის საერთაშორისო კოპროდუქციის ფონდის  2025 წლის განაცხადების მიღება დაიწყო. ფონდი ხელს უწყობს ინოვაციური წარმოებებისა და საერთაშორისო კულტურული გაცვლის ხელშეწყობის, ასევე მზარდი ინტერკულტურული თანამშრომლობისა და ქსელური თანამშრომლობის ახალი მიდგომების განვითარებისთვის.

 

განაცხადის შემოტანა შეუძლიათ ხელოვანებსა და სახელოვნებო ინსტიტუტიციებს, რომლებიც პროექტის განხორციელებას გერმანიაში დაფუძნებულ პარტნიორ ხელოვანებთან ერთად გეგმავენ.

სფეროები: მუსიკა, თეატრი, ცეკვა, პერფორმანსი.

 

განაცხადები მიიღება 2025 წლის 15 მაისამდე.

 

განაცხადი პროექტის დაწყებამდე მინიმუმ 3 თვით ადრე უნდა იყოს წარდგენილი.

დეტალური ინფორმაცია კონკურსთან და მის პირობებთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: www.goethe.de/ikf