გიორგი ბრწყინვალეს ოქროსა და ვერცხლის მონეტების დიზაინის კონკურსი

საქართველოს ეროვნული ბანკი აცხადებს ახალ კონკურსს მეფე გიორგი ბრწყინვალეს თემაზე საკოლექციო დანიშნულების 5 ლარის ნომინალის ვერცხლის და ოქროს მონეტებისათვის შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს – როგორც ფიზიკურ (რეზიდენტი/არარეზიდენტი), ასევე იურიდიულ (რეზიდენტი/არარეზიდენტი) პირს,რომელიც აკმაყოფილებს  მოცემულ საკონკურსო პირობებს და წარმოადგენს დიზაინის ესკიზებს დადგენილ ვადებში, გარდა შესაბამისი დიზაინის ესკიზების შესარჩევად საქართველოს ეროვნულ ბანკში შექმნილი კომისიის წევრებისა და საქართველოს ეროვნული ბანკის თანამშრომლებისა.

 

კონკურსში გამარჯვებული ესკიზებისთვის (მონეტების ორივე მხარის დიზაინისთვის) განსაზღვრულია ფულადი ჯილდო 4000 (ოთხი ათასი) ლარი (მათ შორის ერთი მხარის დიზაინისთვის – 2000 ლარი) კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა გადასახადის,მოსაკრებლის და გამარჯვებულის სახელით განხორციელებული საპენსიო შენატანის ჩათვლით.

 

 

საქართველოს ეროვნულ ბანკში საკონკურსო მასალები მიიღება როგორც მატერიალური,ისე ელექტრონული ფორმით 2021 წლის 10 დეკემბრიდან 2022 წლის 10 იანვრის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის შესახებ და კონკურსის პირობები იხილეთ ბმულზე.