DAAD-ის სამოტივაციო სტიპენდიები მომავლის პარტნიორი სკოლების (PASCH) კურსდამთავრებულთათვის
რა არის სამოტივაციო სტიპენდია?
სამოტივაციო სტიპენდია არის ნაწილობრივი სტიპენდია თვეში 400 ევროს ოდენობით, რომელსაც იენის უნივერსიტეტი 2020/21 სასწავლო წელს ორჯერ გასცემს(სავარაუდოდ 01.10.2020-30.09.2021). სტიპენდია ფინანსდება საგარეო საქმეთა სამინისტორის სახსრებით (AA) გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახურის (DAAD) მიერ. ორ საუკეთესო აპლიკანტს სტიპენდია თავდაპირველად 6 თვის განმავლობაში დაუმტკიცდება. პირველი სემესტრის წარმატებით დასრულებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის წარდეგნის შემთხვევაში კი, შესაძლებელია სტიპენდიის იენაში პირველი სასწავლო წლის დასრულებამდე გახანგრძლივების თაობაზე განაცხადის გაკეთება. იენის უნივერსიტეტი დამატებით გასცემს რამდენიმე გრანტს სწავლის დასაწყებად, რომელიც წარმოადგენს ასევე ნაწილობრივი სტიპენდიას თვეში 400 ევროს ოდენობით და 2020/21 სასწავლო წელს (სავარაუდოდ, 2020 წლის 1 ოქტომბრიდან) მხოლოდ 2020 წლის 31 დეკემბრამდე (მაქსიმუმ სამი თვის განმავლობაში) გაიცემა. სასწავლო გრანტის გახანგრძლივება ამჟამად არ არის შესაძლებელი.
ვის შეუძლია განაცხადის გაკეთება?
12-თვიანი სამოტივაციო სტიპენდიისთვის:
– იენის უნივერსიტეტის საერთაშორისო საცდელი კურსის ყველა ყოფილ მონაწილეს (2017 წლიდან დღემდე)
ან / და
– სერბეთსა და საქართველოში შემდეგი PASCH სკოლების კურსდამთავრებულებს:
-ბელგრადის ფილოლოგიური გიმნაზია
-სრემსკი კარლოვცის ენის გიმნაზია
-თელავის მე-9 საჯარო სკოლა
-თბილისის 21-ე საჯარო სკოლა,
და დამატებით, 2-3 – თვიანი სასწავლო გრანტისთვის:
ყველა PASCH სკოლების კურსდამთავრებულს
-საქართველოში
-სერბეთში
-ცენტრალური და სამხრეთ ამერიკის ყველა ქვეყანში,
რომლებმაც განაცხადი შემოიტანეს 2020/21 სასწავლო წლის ზამთრის სემესტრშ ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებზე (გარდა მედიცინის, ფარმაციისა და სტომატოლოგიისა) სწავლის დასაწყებად. განმცხადებლებს არ უნდა ჰქონდეთ გერმანული მოქალაქობა, ამასთანავე პირველი სასწავლო წლის განმავლობაში არ აქვთ უფლება მიიღონ DAAD-ის ან სხვა სრული სტიპენდია (თვეში მინიმუმ 700 ევროს ოდენობით).
რა საბუთები მჭირდება სტიპენდიაზე განაცხადის გასაკეთებლად?
1)სრულყოფილად შევსებული განაცხადი (ფორმა)
2)თქვენი მშობლიური ქვეყანის სკოლის მასწავლებელის ან მოსამზადებელი კოლეჯის ლექტორს მიერ დაწერილი სარეკომენდაციო წერილი გერმანულ ან ინგლისურ ენაზე (ან, საჭიროების შემთხვევაში, ნოტარიულად დამოწმებული თარგმანი), რომელიც არის არაუძველეს 12 თვისა და მოცავს შემდეგ ინფორმაციას:
-საიდან და რამდენი ხანია იცნობთ სტიპენდიის განმცხადებელს?
-როგორ შეაფასებდით სტიპენდიის განმცხადებლის (საგნობრივ) ძლიერ და სუსტ მხარეებს, ასევე მის სოციალურ და ინტელექტუალურ სიმწიფეს, განსაკუთრებით საზღვარგარეთ სწავლის მიზნით?
-რატომ უწევთ მას რეკომენდაციას სტიპენდიის მისაღებად?
3) სამოტივაციო წერილი (მაქსიმუმ ერთი გვერდი, A4 ფორმატი), რომელიც აღწერს შემდეგს:
-რატომ გსურთ არჩეული პროგრამის ფრიდრიხ შილერის სახელობის იენის უნივერსიტეტში სწავლა?
-რა გეგმები გაქვთ იენაში სწავლისა და ყოფნისას, რა არის თქვენი მიზანი?
-როგორც სტიპენდიის მფლობელი, თქვენ ვალდებულებას იღებთ გახდეთ იენის უნივერსიტეტის ელჩი და დაეხმაროთ საერთაშორისო ოფისს პერსპექტიული სტუდენტების, განსაკუთრებით თქვენი ქვეყნიდან, კონსულტირებასა და ინფორმირებაში. რა იდეები გაქვთ ელჩის საქმიანობის შესახებ? რა გააკეთებით ელჩობისას იენის უნივერსიტეტში?
4) რეზიუმე, რომელშიც მოცემულია თქვენი სკოლის/უნივერსიტეტის გარეთ აქტივობებში ჩართულობის დეტალები
5) გერმანული ენის DSH-2 დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (https://www.unijena.de/freie+Studieng%C3%A4nge+international#Sprachvorausbedingungen)
5) სტიპენდიის კრიტერიუმების დასტური (ფორმა)
როგორ შემიძლია სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთება?
გააგზავნეთ თქვენი სტიპენდიის განაცხადის ფორმა ზემოთ მოცემულ ხუთ სხვა დოკუმენტთან ერთად (მხოლოდ PDF ფორმატში), 2020 წლის 15 ივნისამდე, საერთაშორისო ოფისის (ქალბატონი ბრიტა მიობიუსის სახელზე) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:
Schnupperstudium-international@uni-jena.de
რა მოხდება შემდეგ?
სავარაუდოდ აგვისტოს შუა რიცხვებამდე სტიპენდიის ყველა განაცხადს განიხილავს და შეაფასებს კომისია, რომელიც წყვეტს როგორც სამოტივაციო სტიპენდიების, ასევე სწავლის დასაწებად განკუთვნილი გრანტების გაცემას. თქვენი განაცხადის შესახებ კომისიის გადაწყვეტილებას აგვისტოს ბოლომდე შეიტყობთ. დასტურის მიღების შემთხვევაში, სტიპენდია ვრცელდება იენის უნივერსიტეტში ჩარიცხვიდან ერთი სემესტრის განმავლობაში (სამოტივაციო სტიპენდია) და შესამაბისად, 2020 წლის ბოლომდე (გრანტი სწავლის დასაწყებად). სტიპენდიის პირველი ორი ანაზღაურება მოხდება არაუგვიანეს 2020 წლის ნოემბერში.
როგორც სტიპენდიის მფლობელი, თქვენ ვალდებულებას იღებთ გახდეთ იენის უნივერსიტეტის ელჩი და სტიპენდიანტობის პერიოდში დაეხმაროთ საერთაშორისო ოფისს, მაგალითად, საერთაშორისო საცდელი კურსის მონაწილეების ინფორმირებასა და კონსულტირებაში.
2021 წლის 10 მარტის ჩათვლით, სტიპენდიის ყველა მფლობელმა უნდა წარადგინოს მოკლე მოხსენება და მიღებული შეფასებების მიმოხილვა საერთაშორისო ოფისში. ამგვარად, სამოტივაციო სტიპენდიის მიმღებ სტიპენდიანტებს შეუძლიათ დაფინანსების 2021 სასწავლო წლის ზაფხულის სემესტრიში გახანგძლივების მოთხოვნა