
გერმანიის პარლამენტის საერთაშორისო სტიპენდიაზე განაცხადების მიღება დაიწყო.თუ ხართ პოლიტიკით დაინტერესებული და გსურთ უშუალოდ ნახოთ დემოკრატიული საპარლამენტო პროცესები, მაშინ შეიტანეთ განაცხადი გერმანიის ბუნდესთაგის საერთაშორისო საპარლამენტო სტიპენდიის (IPS) მისაღებად და ხუთი თვის განმავლობაში გაეცანით პარლამენტის მუშაობას ბერლინში.
პროგრამა გაიმართება 2026 წლის 1 მარტიდან 31 ივლისამდე და მოიცავს სამთვიან პრაქტიკას ერთ-ერთი დეპუტატის ოფისში და ასევე მრავალ ვორკშოპს, სემინარსა და საუნივერსიტეტო შემოთავაზებას.
განაცხადის შეტანა შეუძლიათ სტუდენტებს საქართველოდან, რომლებიც ძალიან კარგად (მინიმუმ B2-დონეზე) ფლობენ გერმანულ ენას და ჯერ არ შესრულებიათ 30 წელი.
დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის პროგრამისა და განაცხადის შეტანის პროცესის შესახებ იხილეთ ბმულზე.
განაცხადების შეტანის ბოლო ვადაა 2025 წლის 31 ივლისი.