ხარ ახალგაზრდა და ენერგიული და გაინტერესებს შენი ქვეყნის ევროკავშირთან თანამშრომლობის საკითხი? გსურს, გაიგო მეტი ევროკავშირის მიერ ახალგაზრდებისთვის შეთავაზებულ შესაძლებლობებზე, წარმოადგინო შენი ქვეყანა საერთაშორისო დონეზე და წვლილი შეიტანო შენი საზოგადოების განვითარებაში? გინდა, აითვისო ახალი უნარები და შეიძინო საზიარო იდეებისა და ინტერესების მქონე ახალი მეგობრები ევროპის სხვადასხვა წერტილიდან?
თუ შენ ხარ 16-იდან 26 წლამდე ასაკის, კარგად იცი ინგლისური და ფლობ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებიდან (იგულისხმება აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვის რესპუბლიკა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა) ერთ-ერთის, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს ან გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეობას, მაშინ დღესვე შეგიძლია შეიტანო განაცხადი EU NEIGHBOURS east პროგრამის ინიციატივის, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ქსელში გასაწევრიანებლად.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩის წოდების მისაღებად 2022 წლის 30 სექტემბრამდე უნდა შეავსოთ განაცხადის განაცხადის ფორმა შერჩევის პროცესი რამდენიმე ეტაპისგან შედგება. განაცხადების მიღების დასრულების მერე, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში წარმატებულ კონკურსანტებს ინტერვიუებზე დაიბარებენ. ისინი, ამასთან, „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივის შესახებ და ევროკავშირთან დაკავშირებულ სხვა რელევანტურ თემებზე გამართულ სპეციალურ სესიებს დაესწრებიან.
განაცხადის შევსებისა და შესარჩევი პროცესის შესახებ დამატებითი ინფორმაციის ნახვა აქაა შესაძლებელი: https://euneighbourseast.eu/ka/young-european-ambassadors/