Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

გაცვლითი პროექტების კონკურსი ახალგაზრდებისთვის

ფრანგულ-გერმანული ახალგაზრდული ორგანიზაცია აცხადებს პროექტების კონკურსს, რომლის მიზანია 15-მდე  ახალგაზრდული გაცვლითი ტრინაციონალური პროექტის მხარდაჭერა, ასევე სასწავლო კურსები საფრანგეთში, გერმანიასა და მესამე ქვეყანაში;

დაფინანსების მაქსიმალური ოდენობა 20 000 € შეადგენს.

 

პროექტები  უნდა იყოს ნოვატორული და ასახავდეს ამჟამინდელ ევროპისა და/ან სოციო-პოლიტიკურ ვითარებას. გაცვლითი პროექტები აგრეთვე ახალ პედაგოგიურ მიდგომებსა და მეთოდებს უნდა მიჰყვებოდეს, ხელს უწყობდეს ახალგაზრდების აქტიურ მონაწილეობას და ჰქონდეს კონკრეტული შედეგი.

 

პროექტები უნდა ითვალისწინებდეს სულ მცირე  ერთ-ერთ თემატურ მიმართულებას:

– ახალგაზრდების ჩართულობა – განათლება დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების დარგში და სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება
– ახალგაზრდობას ახსოვს
– ევროპის იდეის მომავალი და მოქალაქეობა
– პროფესიული გადამზადება და მდგრადი მეწარმეობა
– გარემოს დაცვა კლიმატის საგანგაშო მდგომარეობის პირისპირ: ახალგაზრდობის მობილიზება

 

პროექტის თითოეულ ფაზაზე წარმოდგენილი უნდა იყოს ცალკე მოთხოვნა გერმანელი ან ფრანგი პროექტის ხელმძღვანელის მიერ.

როექტების წარდგენის ბოლო ვადაა: 2020  წლის 15 ნოემბერი.

 

დამატებითი ინფორმაციია და განაცხადის წარდგენის ანკეტა იხილეთ ბმულზე.

0Shares
0