გაცვლითი პროგრამა სოფლის მეორნეობის მიმართულებით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს USDA-ს კოჰრანის გაცვლით პროგრამას კერძო სექტორისთვის. პროგრამა განკუთვნილია სოფლის მეურნეობის მიმართულებით დასაქმებული ქალებისთვის.

კონკურსი გულისხმობს უფროსი და საშუალო ასაკის ქალებისთვის მოკლევადიან (2-3 კვირიანი) ტრენინგში მონაწილეობის მიღებას შეერთებულ შტატებში. მონაწილეობის მიღება შეუძლიათ სოფლის მეურნეობაში ჩართულ ქალებს, რომლებიც მოღვაწეობენ მარკეტინგის კერძო სექტორში და დაინტერესებულნი არიან სოფლის მეურნეობის განვითარებით, ვაჭრობით და აგრობიზნესის მენეჯმენტით.

სტიპენდიანტები მიიღებენ დეტალურ ინფორმაციას კვების პროდუქტების გადამუშავების, შეფუთვისა და ღირებულების ჯაჭვების შესახებ მათი ტრენინგის პროგრამის ფარგლებში. პროგრამის მიზანია გაზარდოს ცოდნა აშშ-ის კვების ინგრედიენტებისა და გადამამუშავებელი სისტემების შესახებ, რაც ხელს შეუწყობს აგრარული მდგრადობისა და კვების უსაფრთხოების გაძლიერებას, ასევე ადგილობრივი კეთილდღეობისა და ბიზნესის ზრდის წახალისებას ქალთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერების გზით.

ტრენინგის პროგრამა მოიცავს შემდეგ თემებს: დამატებითი ღირებულების გადამუშავების ტექნოლოგიები, მოსავლის შემდგომი ტექნოლოგიები, პროდუქტის განვითარება, სენსორული შეფასების ტექნიკები, კვების შეფუთვა, გადამუშავებისა და კვებითი ხარისხი, ფუნქციური საკვები, ნუტრაცევტიკები და დამატებითი ღირებულების მეწარმეობა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 27 იანვარი, 2025.

 

 

დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ge.usembassy.gov/cochran/