გაცვლითი პროგრამა ამერიკაში სრული დაფინანსებით

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში აცხადებს განაცხადების მიღებას ჰუბერტ ჰამფრის სახელობის სტიპენდიების პროგრამაზე. პროგრამა არ ითვალისწინებს სამეცნიერო ხარისხის. პროგრამის ხანგრძლივობაა 1 წელი.

 

სტიპენდიით გათვალისწინებული სამუშაო გეგმა ჩვეულებრივ მოიცავს პროფესიულ ვიზიტებს, კონფერენცებს და სხვა.

 

კონკურსში მონაწილეობისათვის შესაფერის კანდიდატებს წარმოადგენენ საშუალო კარიერის მქონე პროფესიონალები. სტიპენდიის მიღების მსურველ სავარაუდო კანდიდატებს უმაღლესი სასწავლებლის დასრულების შემდეგ უნდა ჰქონდეთ მინიმუმ 5 წლიანი სრულგანაკვეთიანი პროფესიული საქმიანობის გამოცდილება.

 

სასტიპენდიო პროგრამა ანაზღაურებს საერთაშორისო მგზავრობის, სასწავლო გადასახადისა და აშშ–ს უმაღლეს სასწავლებელში ყოფნასთან დაკავშირებულ სხვა აუცილებელ ხარჯებს, უბედურ შემთხვევათა და ჯანმრთელობის დაზღვევას, ყოველთვიურ გადასახადს არსებობისათვის აუცილებელი მოთხოვნილებებისათვის, აგრეთვე წიგნების შეძენისა და პროფესიული საქმიანობის განხორციელებისათვის საჭირო თანხებს.

საბუთების გაგზავნის ბოლო ვადაა: 27 ივნისი, 2022 წელი.

 

დამატებითი ინფორმაცია სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე.