Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

1 წლიანი გაცვლითი პროგრამა ამერიკულ სკოლებში

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიუროს კულტურული გაცვლითი პროგრამაა.  პროგრამა ქართველ მონაწილეებს სთავაზობს შესაძლებლობას ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახებში ერთი აკადემიური წლით.  (ყველაფერი პროგრამის შესახებ)

2021 წლის შესარჩევ პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის:

  • მე-9, მე-10 და მე-11 კლასის,
  • 2004 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 16 ივლისამდე დაბადებულ მოსწავლეებს, რომელთაც, ბოლო 5 წლის მანძილზე არ უცხოვრიათ აშშ-ში 3 თვის ან მეტი ხნის განმავლობაში
  • არიან საქართველოს მოქალაქეები და ფლობენ ინგლისურ ენას.

რეგისტრაცია დაიწყება 1 სექტემბერს. სარეგისტრაციო  ბმული 

“FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს (შშმპ). ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის 2002 წლის 15 თებერვლიდან 2006 წლის 16 ივლისამდე.

FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);
  • ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო  პირადი ნივთები;
  • მასპინძელი ოჯახები;
  • ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;
  • პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები;
  • ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები;
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებებისა და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით).

კორონა ვირუსის პანედემიასთან დაკავშირებული უსაფრთხოების გამო 2021-2022 წლის შესარჩევი ეტაპი ჩატრადევბა ონლაინ 2020 წლის შემოდგომას. მსურველებს პროგარამაში მონაწილება შეუძლიათ ნებისმიერი რეგიონიდან სადაც ინტერნეტი ხელმისაწვდომია.

l რაუნდი  – მონაწილეობა შეუძლია ყველას, ვინც აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. 1 სექტემბრიდან -15 ოქტომბრამდე. პირველი რაუნდი მოიცავს ონლაინ აპლიკაციასა და 3 ესსეს კითხვებს, რომლებიც უნდა ჩაბარდეს აპლიკაციის დაწებიდან 10 დღეში.

ll  რაუნდი – აპლიკაციის ეტაპის გავლის შემდეგ შერჩეული მონაწილეები დაწერენ ინგლისური ენის ონლაინ ტესტს

lll  რაუნდი – ფინალური რაუნდი დაიწყება ნოემბერში. მესამე რაუნდი მოიცავს გასაუბერბას, 3 ესსეს კითხვას, ინგლისური ენის გაძლიერებულ ტესტს და სრულ აპლიკაციას.

დამატებითი ინფორმაცია პროგრამის შესახებ იხილეთ ბმულზე

0Shares
0