განათლების სისტემის მთავარი პრობლემა ონლაინ სწავლებაა

ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის [NDI-ს] მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, საქართველოში გამოკითხულ მოქალაქეთა 27% განათლების სისტემის ყველაზე დიდ გამოწვევად ონლაინ სწავლებასთან დაკავშირებულ სირთულეებს ასახელებს. 11% მიიჩნევს, რომ განათლების სისტემაში საერთოდ არ არის პრობლემები, 16% კი მასწავლებლების კვალიფიკაციას მიიჩნევს გამოწვევად.

 

განათლება ეროვნული მნიშვნელობის საკითხად მიაჩნია მოსახლეობის 13 %-ს. განათლებაზე მეტად მოსახლეობას სამუშაო ადგილები, სიღარიბე, პენსიები, ტერიტორიული მთლიანობა და ინფლაცია აღელვებს.

 

——–

საზოგადოებრივი აზრის კვლევა საქართველოში 2021 წლის ივლისში „CRRC საქართველომ“ ჩაატარა NDI-ის დაკვეთითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის დაფინანსებით. საველე სამუშაოები ჩატარდა 13-25 ივლისს, ტელეფონით გამოიკითხა 2 016 ადამიანი, საშუალო ცდომილების ზღვარია +/- 1.3%.