Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

გაეროში დასაქმების კუნკურსი ახალგაზრდებისთვის

გაეროს ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა (UN Young Professionals Program – YPP) ყოველწლიური დასაქმების ინიციატივაა, რომელიც მიზნად ისახავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით გამორჩეული და მაღალკვალიფიციური ახალგაზრდა პროფესიონალების შერჩევას და დასაქმებას გაეროში.

ახალგაზრდა პროფესიონალთა პროგრამა შემდეგ ეტაპებს მოიცავს:

 

  • განაცხადის წარდგენა
  • ორ-ეტაპიანი ონლაინგამოცდა
  • გასაუბრება

ის კანდიდატები, რომლებიც წარმატებით გაივლიან განაცხადის წარდგენის, გამოცდებისა და გასაუბრების ფაზებს, მოხვდებიან გაეროს შესაბამის  ბაზაში, რომელიც მოქმედია სამი წლის განმავლობაში. YPP ბაზა გამოიყენება გაეროს სამდივნოს მასშტაბით პროფესიული ვაკანსიების შესავსებად.


განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

მონაწილეობის კრიტერიუმები:
ონლაინგამოცდები ჩატარდება მონაწილე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რომლებსაც აქვთ ბაკალავრის დიპლომი ან გამოცდის საგნის შესაბამისი მინიმუმ 3-წლიანი აკადემიური ხარისხი. განმცხადებლების ასაკი არ უნდა აღემატებოდეს 32 წელს და ისინი თავისუფლად უნდა ფლობდნენ ინგლისურ და/ან ფრანგულ ენებს.

გაეროს საჭიროებიდან გამომდინარე, YPP გამოცდა ტარდება წელიწადში ერთხელ სხვადასხვა მიმართულებით.

2020 წლის საგამოცდო მიმართულებებია:
1) მართვა და ადმინისტრირება
2) გლობალური კომუნიკაციები
3) პოლიტიკური ურთიერთობები და ადამიანის უფლებები

განაცხადის წარდგენა:
განაცხადის წარდგენა უნდა მოხდეს გაერო-ს დასაქმების პლატფორმის მეშვეობით.

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ იხილოთ შესაბამისი ვებგვერდები:
• YPP Communications toolkit
• YPP page on the UN Careers Portal

განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2020 წლის 31 ოქტომბერი.

0Shares
0