გაეროს საერთაშორისო სამართლის სტაჟირების პროგრამა
საერთაშორისო სამართლის სტაჟირების პროგრამა ორგანიზებულია გაეროს იურიდიულ საკითხთა ოფისის კოდიფიკაციის განყოფილების მიერ. პროგრამა კვალიფიციურ კანდიდატებს, განსაკუთრებით კი განვითარებადი ქვეყნების სამთავრობო მოხელეებსა და საერთაშორისო სამართლის მასწავლებლებს, შესაძლებლობას აძლევს გაიღრმაონ ცოდნა გაეროს საერთაშორისო სამართლისა და სამართლებრივი საქმიანობის მიმართულებით.
სტაჟირების პროგრამა მოიცავს ლექციებსა და სემინარებს საერთაშორისო სამართლის მიმართულებით, აგრეთვე სესიას ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში. აღნიშნული მიმდინარეობს ინტერაქტიული სემინარებისა და დისკუსიების სახით. სერტიფიკატები გადაეცემათ მხოლოდ იმ მონაწილეებს, რომლებიც სრულად დაესწრებიან პროგრამას.
პროგრამით ფინანსდება მგზავრობა ეკონომკლასით, საცხოვრებელი, სამედიცინო დაზღვევა, სტაჟირების პროგრამაში მონაწილეობა, საჭირო რესურსები სემინარებისთვის და ჰააგის საერთაშორისო სამართლის აკადემიაში დაგეგმილ სესიაზე რეგისტრაციის საფასური. მონაწილეები ასევე მიიღებენ მოკრძალებულ სტიპენდიას კვებისა და სხვა საცხოვრებელი ხარჯების დასაფარად.
განაცხადის წარდგენის ბოლო ვადაა 2022 წლის 15 მარტი.
დამატებითი ინფორმაცია და განაცხადის ფორმა იხილეთ ბმულზე
წყარო: ილიაუნი