
ჟურნალისტიკისა და სოციალურ-კულტურული კვლევების საზაფხულო სკოლა არის სამკვირიანი ინტენსიური სასწავლო პროგრამა ახალგაზრდა ჟურნალისტებისთვის, ბლოგერებისათვის რუსეთიდან, უკრაინიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან.
სკოლა ტარდება ყოველწლიურად ივლისის შუა რიცხვებიდან აგვისტოს დასაწყისამდე პრაღაში, ჩარლზის უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე.
სასწავლო პროგრამა მოიცავს წამყვან ჟურნალისტთა და მედიის ექსპერტების ლექციებსა და სემინარებს, პრაქტიკულ მეცადინეობებს ვიდეოს და ფოტოგრაფიის საფუძვლებს. პროგრამა ინტერდისციპლინარული ხასიათისაა და ასევე მოიცავს ლექციებს ეკონომიკაზე, სოციოლოგიაზე, თანამედროვე ხელოვნებაზე, ვიზიტებს ჩეხეთის მსხვილ მედია ორაგნიზაციებში, ასევე თანამედროვე დოკუმენტური ფილმების ჩვენებებს.
ტრენინგის მნიშვნელოვანი კომპონენტია ყველა მონაწილის მიერ დამოუკიდებელი ჟურნალისტური პროექტების განხორციელება, რომელთა განხილვა ხდება სპეციალურ სემინარზე პროფესიონალ რედაქტორებთან. სწავლება მიმდინარობს რუსულ ენაზე.
საბუთების მიღების ბოლო ვადაა: 1 აპრილი, 2021 წელი.
სასწავლო საკითხები:
– პრესის თავისუფლების საერთაშორისო აღქმა
– ინფორმაციის წყაროებთან მუშაობა და მათი შემოწმება
– საგამოძიებო ჟურნალისტიკა და მისი პროფესიული სტანდარტები
– ადამიანის უფლებათა ჟურნალისტიკა
– ჟურნალისტები და ბლოგერები
– ონლაინ მედიის შექმნა
– თანამედროვე ჟურნალისტური ფორმატები
– ციფრული ჟურნალისტიკის საფუძვლები
– მედია და თანამედროვე ხელოვნება
– თანამედროვე ლიტერატურა და დოკუმენტური ფილმები
ჟურნალისტები, ბლოგერები და მკვლევარები რუსეთიდან, უკრაინიდან, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, ევროპიდან და შეერთებული შტატებიდან. სკოლა უპირატესობას ანიჭებს იმ განმცხადებლებს, რომელთა გამოცდილება ჟურნალისტიკაში ან მასთან დაკავშირებულ სფეროებში არ აღემატება სამ წელს. სამუშაო გამოცდილება არის არასავალდებულო მოთხოვნა.
ნემცოვის სკოლის ყველა მონაწილეს სრულად აუნაზღაურდება პრაღაში ტრანსპორტირების, ცხოვრების და კვების ხარჯები.
აპლიკაცია და დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.