აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის გრანტი

გამოცხადდა აშშ-ის ელჩის კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნების საგრანტო კონკურსი!

 

პროგრამის მეშვეობით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს უჭერს კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებას შემდეგ სფეროებში:

კულტურული ობიექტები – ისტორიული შენობები, მონუმენტები და არქეოლოგიური ძეგლები.
კულტურული ნივთები და კოლექციები – მუზეუმებიდან, საიტებიდან ან სხვა დაწესებულებებიდან (არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნივთები, ქანდაკებები, ხელნაწერები და ა.შ.).
ტრადიციული კულტურული გამოხატულების ფორმები – ტრადიციული მუსიკა, ენები, რეწვა.

 

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 2024 წლის 13 დეკემბერი, 18:00 საათი.
განაცხადები უნდა გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტით მისამართზე: TbilisiCultural@state.gov.

 

ამ ფონდის მეშვეობით, საქართველოში, დღემდე $2 მილიონზე მეტი ღირებულების ათობით პროექტი განვახორციელეთ და იმედი გვაქვს, რომ კიდევ არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლის დაცვას დავეხმარებით.

 

საგრანტო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: ge.usembassy.gov/afcp/

 

საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება 25 ნოემბერს, 13:30 სთ-ზე, თბილისის ეროვნულ სასახლეში მდებარე ამერიკულ კუთხეში. მის.: რუსთაველის გამზ. #6