აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა ახალ დირექტორს ეძებს

“საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო”, ევროკომისიასთან და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციასთან თანამშრომლობით, აცხადებს კონკურსს საქართველოში აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის დირექტორის პოზიციაზე.

 

პირველი უნიკალური რეგიონალური მნიშვნელობის მქონე აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის პროექტი ევროკავშირისა და საქართველოს მთავრობის საერთო ინიციატივას წარმოადგენს. სკოლა ასახულია ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების შეთანხმების განხორციელების სამოქმედო გეგმაში როგორც ერთ-ერთი მიზანი.

 

პროექტის მიზანია, მოსწავლეების საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების გაზრდა, თანამშრომლობის ხელშეწყობა, მულტიკულტურული ურთიერთგაგებისა და მიმღებლობის ჩამოყალიბება.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა შესთავაზებს მაღალი ხარისხის განათლებას აღმოსავლეთ პარტნიორობის ექვსი ქვეყნის მოსწავლეებს (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი და უკრაინა).

 

სკოლის მიზანია, გამორჩეული განათლების მიწოდება, რომელიც დაფუძნებულია არა მხოლოდ სასწავლო კურიკულუმის მოთხოვნებზე, არამედ 21-ე საუკუნეში საჭირო ძირითადი კომპეტენციების განვითარებაზე, როგორიცაა: თანამშრომლობა, კომუნიკაცია, კრეატიულობა, კრიტიკული აზროვნება.

 

აღნიშნული ვაკანსიის სანახავად გთხოვთ, მიჰყვეთ ბმულს: https://www.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/75077?active=1

 

თუ გსურთ თქვენი წვლილი შეიტანოთ საქართველოში პირველი აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლის წარმატებაში, რომელიც მაღალი ხარისხის განათლებას სთავაზობს ქართველ სტუდენტებს, გააკეთეთ განაცხადი 2022 წლის 18 დეკემბრამდე.

Copy link
Powered by Social Snap