არაბული ენის შესწავლის სტიპენდიები კატარში

კატარის უნივერსიტეტი გამოყოფს ორ სტიპენდიას  ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.

2022-2023 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:

– კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული;
– კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე;
– კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე – Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
– კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
– კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.

პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2022 წლის 20 იანვრამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით:

http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program

 

განაცხადების მიღების შემდეგ, კატარის უნივერსიტეტი თავად შეარჩევს იმ 2 კანდიდატს, რომელთა დაფინანსება განხორციელდება 2022-2023 სასწავლო წლებისთვის. დანართის სახით გიგზავნით კატარის უნივერსიტეტიდან მიღებულ ინფორმაციას.

ასევე, დამატებითი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ ბმულზე და დანართის სახით:

http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program