კატარის უნივერსიტეტი ყოველწლიურად გამოყოფს ორ სტიპენდიას ქართველი სტუდენტებისთვის არაბული ენის შემსწავლელ პროგრამაზე – Arabic Program for Non-Native Speakers.
2021-2022 სასწავლო წლებისთვის ხსენებულ პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად კანდიდატი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ პირობებს:
- კანდიდატი უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი ან კურსდამთავრებული (უპირატესობა მიენიჭებათ კურსდამთავრებულებს);
- კანდიდატი უნდა იყოს 18-დან 40 წლამდე ასაკის;
- კანდიდატს გასული წლების განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მიღებული სტიპენდია ამავე პროგრამაზე – Arabic Program for Non-native Speakers სასწავლებლად;
- კანდიდატი დაწყებით დონეზე მაინც (basic knowledge) უნდა ფლობდეს არაბულ ენას;
- კანდიდატს უნდა შეეძლოს კომუნიკაცია სტუდენტებთან, პროფესორ-მასწავლებლებთან და უნივერსიტეტის ადმინისტრაციასთან ინგლისურად ან არაბულად.
პროგრამაზე სწავლის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ 2021 წლის 17 იანვრიდან 18 თებერვლამდე შემდეგი ელექტრონული ბმულის საშუალებით: http://www.qu.edu.qa/students/international-students/arabic-program.
ასევე, განაცხადის შევსებასთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია მითითებულ ბმულზე: http://www.qu.edu.qa/students/admission/undergraduate/application_assistance.php
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართი