ანალიტიკური სტატიების კონკურსი

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აცხადებს ანალიტიკური სტატიების კონკურსს თემაზე საჯარო მმართველობის რეფორმა საქართველოში.

კონკურსის მიზანია საჯარო მმართველობის რეფორმის შესახებ ცნობიერების ამაღლება და პრობლემურ საკითხებზე დისკუსიების წახალისება.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ პირებს, რომლებსაც აქვთ მინიმუმ ბაკალავრის ხარისხი საჯარო მმართველობის/ადმინისტრირების, სამართალმცოდნეობის, ფინანსების მართვის ან სხვა რელევანტური მიმართულებით.

 

კონკურსში მონაწილეობის პირობები და შეფასების კრიტერიუმები:

 

1. საკონკურსო ანალიტიკური სტატია უნდა ეხებოდეს საქართველოში საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებულ საკითხებს, ხოლო შესაძლო თემები შეიძლება იყოს: საჯარო ფინანსების მართვა, პოლიტიკის შემუშავება და მონიტორინგი, ანგარიშვალდებულებსა და გამჭვირვალობა, ადგილობრივი თვითმმართველობა, საჯარო სერვისები.

2. ერთ მონაწილეს შეუძლია რამდენიმე სტატიის გამოგზავნა (სხვადასხვა თემაზე).

3. ანალიტიკური სტატია საქართველოში აქტუალური საკითხების შესახებ ავტორის მიგნებას და ანალიზს უნდა გვთავაზობდეს.

4. სასურველია, სტატიის მომზადებისას ასევე გამოიყენოთ IDFI-ის მიერ შექმნილი www.PARtracker.ge და მასზე განთავსებული ინფორმაცია (მონიტორინგის ანგარიშები)

5. სასურველია სტატიაში გამოყენებული იყოს გრაფიკები/დიაგრამები/ინფოგრაფიკა, ა.შ.

6. წარმოდგენილი სტატია უნდა იყოს ქართულ ენაზე.

7. სტატიის სავარაუდო სტრუქტურაა:

– სათაური

– თავფურცელი, სადაც მითითებული იქნება პირადი ინფორმაცია (კონკურსანტის სახელი და გვარი, დაბადების თარიღი)

– მთავარი მიგნებები

– შესავალი

– ძირითადი ნაწილი

– დასკვნა

– გამოყენებული ლიტერატურა/დანართები.

8. სტატიის ტექნიკური მახასიათებლებია:

– ნაშრომი წარმოდგენილი უნდა იყოს ვორდის დოკუმენტში

– გვერდების რაოდენობა: 2-5 გვერდი (ტექსტი, გრაფიკებისა და დანართების გარეშე)

– ფონტი: Sylfaen, ზომა – 11 (სქოლიო 9)

– დაშორება – 1.15

– გვერდის მინდორი: Normal

9. თუ ნაშრომის მოსამზადებლად გამოითხოვეთ საჯარო ინფორმაცია, სტატიას თან უნდა დაერთოს მიღებული დოკუმენტებიც.

10. სტატიაში მოცემული ანალიზი უნდა ეკუთვნოდეს ავტორს. პლაგიატის აღმოჩენის შემთხვევაში, კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან.

11. არ მიიღება სტატიები, რომელიც უკვე გამოქვეყნებულია.

საკონკურსო პრიზები:

– I ადგილი – 2000 ლარი;

– II ადგილი – 1,500 ლარი;

– III მესამე ადგილი – 1000 ლარ

– საუკეთესო 3 სტატია გამოქვეყნდება IDFI-ის ვებ (www.IDFI.ge) და სოციალურ (Facebooks; Twitter) გვერდებზე საავტორო უფლებების დაცვით.

კონკურსში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, ნაშრომის გამოგზავნის ბოლო ვადაა 2021 წლის 4 ოქტომბერი.

ნაშრომების შემოტანა შესაძლებელია მხოლოდ ელექტრონულად შემდეგ ელ-ფოსტაზე: contest@idfi.ge გამოგზავნისას მეილის სათაურში (Subject) მიუთითეთ სტატია საჯარო მმართველობის რეფორმაზე.

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშრდით ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 19:00 საათამდე:

ტელ: +995 32 2 921514; ელ-ფოსტა: contest@idfi.ge