გამოცხადდა ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა უსაფრთხოების სფეროში (Rondeli Award for Security Excellence). სტიპენდია მოიცავს 1-წლიან ფინანსურ ჯილდოს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ასევე გახდებიან რონდელის ფონდის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები (Rondeli Alumni network). დასახელდება 1 სტიპენდიატი.
სტიპენდია განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთა ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები (ან მათი მომიჯნავე დისციპლინები).
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:
CV (Europass-ფორმატი სასურველია)
ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან
სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აკადემიური ესე
გთხოვთ გამოგზავნოთ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfsis.org. თემის ველში მიუთითეთ “ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდია”.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის 20 სექტემბერი
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: