ალექსანდრე ალექსიძის ფონდი აცხადებს კონკურსს

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდი ათენის ქართული ინსტიტუტის მხარდაჭერით აცხადებს კონკურსს ცნობილი ქართველი მეცნიერისა და საზოგადო მოღვაწის – ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდიის
მოსაპოვებლად.

 

ალექსანდრე ალექსიძის სახელობის სტიპენდია ცხადდება ქართული კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის განვითარების ხელშეწყობისა და დარგით დაინტერესებულ სტუდენტთა წახალისების მიზნით. სტიპენდია განკუთვნილია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის მიმართულების ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის საფეხურის სტუდენტებისთვის.

 

2021-2022 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში ფონდი გამოყოფს 1 სტიპენდიას. სტიპენდია გაიცემა კონკურსში გამარჯვებულ 1 სტუდენტზე, 2021 წლის ოქტომბრიდანშემოდგომის სემესტრის (6 თვის) განმავლობაში და თითოეული გამარჯვებულისთვის განისაზღვრებათვეში 200 ლარის ოდენობით (სემესტრული თანხა: 1200 ლარი).

 

სტიპენდიანტებს ფონდის წინაშე ექნებათ ვალდებულება, სემესტრის ბოლოს წარმოადგინონ ალექსანდრე ალექსიძის სახელობის ქართულ-ბერძნული ურთიერთობების განვითარების ფონდის საქმიანობის სფეროსთან დაკავშირებული სამეცნიერო ან სხვა სახის ნაშრომი (მაგ.: სამეცნიერო ნაშრომი, თარგმანი) და/ან მონაწილეობა მიიღონ ფონდის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში.

 

სტიპენდიანტებს საშუალება ექნებათ ითანამშრომლონ ათენის ქართულ ინსტიტუტთან და მონაწილეობა მიიღონ ათენის ქართული ინსტიტუტის პროექტებში.

 

კონკურსის პირობები, საკონკურსო კომისიის შემადგენლობა, შეფასების კრიტერიუმები და
საკონკურსო პროცედურები იხილეთ