აზიის განვითარების ბანკი ყოველწლიურად 140-მდე სტიპენდიას გთავაზობთ სხვადასხვა მიმართულებით:
● მეცნიერება და ტექნოლოგია
● ეკონომიკა და მენეჯმენტი
● სამართალი და საჯარო პოლიტიკა
აუცილებელი მოთხოვნები:
● აპლიკაციის შევსების მომენტში უნდა გქონდეთ მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება
● აპლიკანტი უნდა იყოს არაუმეტეს 35 წლისა, გარდა იმ პროგრამებისა რომლებიც განკუთვნილია თანამდებობის პირებისა და მენეჯერებისთვის (45 წელი)
● სწავლის დასრულების შემდეგ სტიპენდიანტები აუცილებლად უნდა დაბრუნდნენ სამშობლოში
● მონაწილეები არ უნდა იყვნენ აზიის განვითარების ბანკის თანამშრომლები.
სტიპენდია მოიცავს სწავლის, ცხოვრების, მგზავრობის, სამედიცინო დაზღვევის ხარჯებს.
სტიპენდიის მისაღებად ჩაბარებული უნდა გქონდეთ შემდეგი 25 უნივერსტიტეტიდან ერთ-ერთში.
დამატებითი ინფორმაცია აზიის ბანკის სტიპენიდების შესახებ იხილეთ ბმულზე.