ადამიანის უფლებების დოკუმენტური ფილმების ფესტივალი პრაღაში
Peope in Need ჩეხეთის საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომელიც ყოველწლიურ ფესტივალში მონაწილეობისთვის იწყებს განაცხადების მიღებას. ადამიანის უფლებებისადმი მიძღვნილი დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი 2021 წლის 4-13 მარტს პრაღაში გაიმართება. პროგრამაში შედის სამი კონკურსი და მრავალი თემატური კატეგორია. ფილმების შერჩევისას კომიტეტი განიხილავს როგორც ადამიანის უფლებების კუთხით წარმოჩენილ თემას, ისე ნამუშევრის მხატვრულ ღირებულებას.
ნამუშევრები უნდა შეესაბამებოდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
– სრულმეტრაჟიანი ან მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმები (არანაკლებ 40 წუთისა)
– მოკლე დოკუმენტური ან ანიმაციური ფილმები ბავშვებისთვის
– ინტერაქტიული ფილმები ვირტუალური რეალობისთვის
– ინგლისურენოვანი ან ინგლისური სუბ-ტიტრებუს მქონე ფილმები
– 2019-2020 წლებში გადაღებული ფილმები
ფესტივალის ორგანიზატორებთაჯ შეთანხმებით დასაშვებია დაუსრულებელი ფილმების მიღებაც.
ფილმების წარდგენის ბოლო ვადაა: 1 სექტემბერი 2020.
დაწვრილებით ინფორმაცია მონაწილეობის შესახებ იხილეთ ბმულზე.