UGRAD-ის გაცვლითი პროგრამა ბაკალავრიატის სტუდენტებისთვის

2025-26 წლების გლობალური საბაკალავრო გაცვლითი პროგრამა (Global UGRAD) არის აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დაფინანსებული პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს სტუდენტებს სასწავლო სტიპენდიას ერთსემესტრიანი აკადემიური გაცვლისთვის აშშ-ის უნივერსიტეტებში. პროგრამის მიზანია მონაწილეებისთვის ამერიკის უკეთ გაცნობა და მათი ლიდერული უნარების განვითარება.

 

პროგრამაში მონაწილეობისათვის აუცილებელია:

  • აპლიკანტი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე და იყოს სრულწლოვანი;
  • უნდა იყოს აკრედიტებული საგანმანათლებლო დაწესებულების სრული განაკვეთის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი;
  • უნდა შეეძლოს ინგლისურ ენაზე კომუნიკაცია. აპლიკანტმა უნდა მიიღოს TOEFL ტესტში მინიმუმ 48 ქულა, რათა განიხილებოდეს პროგრამაში მონაწილეობის კანდიდატად;
  • უნდა იყოს მზად საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩასართავად;
  • აპლიკანტებმა უნდა დაადასტურონ, რომ პროგრამის დასრულების შემდეგ დაუყოვნებლივ დაბრუნდებიან თავიანთ სამშობლოში.

 

განაცხადების მიღება იწყება 2024 წლის 1 ნოემბრიდან და დასრულდება 15 დეკემბერს.

 

დამატებით ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.