Generic selectors
Exact matches only
Search in title
Search in content
Search in posts
Search in pages

Thomson Reuters-ის ფონდის 8 დღიანი ტრენინგი

კორპორაცია Thomson Reuters Foundation, საბინის ვაქცინის ინსტიტუტთან თანამშრომლობით (Sabin Vaccine Institute), იწყებს 8 დღიან სატრენინგო პროგრამას „იმუნიზაციისა და ვაქცინაციის“ გაშუქების თემატიკაზე დაქირავებული თუ დამოუკიდებელი ჟურნალისტებისათვის საქართველოდან, მოლდოვადან, სომხეთსა და აზერბაიჯანიდან.

 

კურსი წარიმართება ინგლისურ და რუსულ ენებზე და მონაწილენი დაიყოფიან ორ ჯგუფად, თითოეულში 15 მონაწილით.

 

კურსი მოიცავს იმუნიზაციასთან დაკავშირებული თემატიკის ფართო სპექტრს: ვაქცინის როლი საზოგადოებრივ ჯანდაცვაში, ახალი და აღმოცენებადი საკითხები განსაკუთრებით COVID–19-ის ვაქცინასთან დაკავშირებით და ასევე, მედიის პასუხისმგებლობა, საზოგადოების განათლების საქმეში, ვაქცინაციის საწინააღმდეგო დეზინფორმაციის შესახებ.

პროგრამა მოიცავს ონლაინ ტრენინგებს, რომელიც 4 დღის განმავლობაში ჩატარდება და ჩანაცვლდება ერთი-ერთზე ონლაინ სწავლებით, ყველა მონაწილისათვის ცალ-ცალკე. სატრენინგო პროგრამა 30 ნოემბრიდან 9 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება.

 

კურსზე ტრენერებად მოწვეულ იქნებიან ყოფილი მაღალი რანგის ჟურნალისტები საერთაშორისო მედიიდან, მაგალითად როგორიცაა Reuters და BBC, ხოლო მოწვეულ სპიკერებს წარმოადგენენ მეცნიერებისა და ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტები.

 

კურსის დასრულების შემდგომ შერჩეული აპლიკანტებისათვის გამოიყოფა 250 ფუნტი სტერლინგის ოდენობის გრანტი ჟურნალისტური ჟანრის ნაშრომისათვის, ისევე როგორც მენტორის მეთვალყურეობა და დახმარება 8 კვირის განმავლობაში.

 

კურსზე განსაკუთრებული წახალისებით მიიწვევიან ჯანდაცვის თემატიკის გაშუქებითა და იმუნიზაციასთან დაკავშირებული მიმდინარე საკითხებით დაინტერესებული აპლიკანტები, ისევე როგორც ჯანდაცვის სპეციალიზაციის რეპორტიორები. აპლიკანტებს უნდა ჰქონდეთ მინიმუმ ორწლიანი პროფესიული გამოცდილება და წერითი და სასაუბრო ინგლისური ენის კარგი დონე, რათა ჩაირიცხონ ინგლისურენოვან კურსზე, ან სასაუბრო და წერითი რუსულის კარგი ცოდნა რუსულენოვანი კურსზე მოსახვედრად.

 

ინგლისურენოვან კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს აქ

 

რუსულენოვან კურსზე დასარეგისტრირებლად მიყევით ბმულს აქ

 

 

აპლიკაციის გაგზავნის ბოლო ვადაა: 22 ნოემბერი, 2020 წელი

 

წარმატებულ აპლიკანტებს ეცნობებათ 25 ნოემბრამდე. Thomson Reuters Foundation შერჩევის შედეგებზე ცნობებს არ იძლევა.

 

თუკი სააპლიკაციო ფორმის გაგზავნისას პრობლემა შეგექმნათ, გთხოვთ მიმართოთ ემინე ზიატდინოვას: emine.ziyatdinova@thomsonreuters.com.

0Shares
0