კონკურსი სტუდენტებისთვის – “ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო”

GCSD აცხადებს კვლევით კონკურსს სტუდენტებისთვის – ,,ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო”
 
კონკურსი მოიცავს კვლევითი დოკუმენტის მომზადებას შემდეგ სავარაუდო თემებზე:
 

  • საქართველოს უსაფრთხოება და სწრაფვა ნატოსკენ: რატომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი?
  • ევროკავშირის უსაფრთხოება: ნატოსთან ერთად თუ ნატოს გარეშე?
  • ნატო და ჰიბრიდული გამოწვევები
  • ნატო და შავი ზღვის უსაფრთხოება
  • ნატო ავღანეთის შემდეგ: ახლა საით?
  • ნატოში გაწევრიანების პერსპექტივები: უკრაინა და საქართველო
  • დემოკრატიის გლობალური გამოწვევა და ნატო: ალიანსი დემოკრატიის სადარაჯოზე?
  • დანაწევრებული ალიანსი: რამდენად ერთიანია ნატო დღეს?

 
კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად, რომლის ფარგლებშიც შეირჩევა 5 საუკეთესო ნაშრომი.
 
სტიპენდიია, თითოეული სტუდენტისთვის შეადგენს – 200 ევროს ექვივალენტს ლარში.
 
ამასთან, ავტორები საკუთარ ნაშრომებს წარადგენენ პროექტის შემაჯამებელ კონფერენციაზე.

 

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ ბაკალავრიატის მე-3 და მე-4 კურსების, ასევე, მაგისტრატურის სტუდენტებს.
 
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

  • რეზიუმე (CV) არაუმეტეს 2 გვერდისა;
  • ქართულ ან ინგლისურ ენაზე შესრულებული ნაშრომი (სტატია, რეფერატი, ა.შ.);
  • კვლევის მოკლე მიმოხილვა/აბსტრაქტი (არაუმეტეს 300 სიტყვისა).

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ ჩამოთვლილი დოკუმენტები გამოგზავნოთ შემდეგ ელ. ფოსტაზე vacancy@gcsd.org.ge არაუგვიანეს 2021 წლის 25 ოქტომბრისა.
 
სათაურში უნდა მიუთითოთ – ,,ნატოს შესახებ კვლევა” და თქვენი სახელი და გვარი.
 
პროექტს ,,ისაუბრე, იკვლიე და აღმოაჩინე ნატო” #GCSD საქართველოში პოლონეთის რესპუბლიკის საელჩოს მხადაჭერით ახორციელებს. პროექტის მიზანია, ახალგაზრდებს და საზოგადოების სხვა ჯგუფებს გააცნოს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის შესახებ არსებული აქტუალური თემები და ხელი შეუწყოს ამ საკითხებზე დისკუსიის წარმართვას.