DW Akademie ქართველი ჟურნალისტების მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნავს

DW Akademie („დოიჩე ველე აკადემია“) ფონდთან, „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი“, თანამშრომლობით ქართველ მედიაპროფესიონალებს მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გათვალისწინებით მენტალური ჯანმრთელობის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრებზე იწვევს.
კონსულტაციას უზრუნველყოფს მტკიცებულებებზე დაფუძნებული მიდგომების მქონე, მრავალდარგოვანი მენტალური ჯანმრთელობის ცენტრი, Club Synergy.
თუ ფიქრობთ, რომ გესაჭიროებათ პროფესიული დახმარება, გთხოვთ, დაუკავშირეთ პროექტის კოორდინატორს.
საკონტაქტო ინფორმაცია:
ტელეფონი: (+995) 599 80 70 21
ელ.ფოსტა: clubsynergy.tbilisi@gmail.com
ინიციატივა ხორციელდება პროექტის, „მენტალური ჯანმრთელობის მხარდაჭერა ქართველი მედიაპროფესიონალებისთვის“, ფარგლებში. პროექტი ფართომასშტაბიანი პროგრამის, „ხარისხიანი მედია და მედიის გაცნობიერებული მოხმარება საზოგადოების მდგრადი განვითარებისთვის (ConMeCo)“, ნაწილია და მას ახორციელებს „დოიჩე ველე აკადემია“, „მედიის განვითარების ფონდთან“ და „ადამიანის უფლებათა ცენტრთან“ თანამშრომლობით, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით და გერმანიის ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ფედერალური სამინისტროს თანადაფინანსებით.
დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.