DAAD-ის სამაგისტრო სტიპენდია ყველა სპეციალობისთვის

გერმანიის აკადემიური გაცვლის სამსახური (DAAD) გთავაზობთ სამაგისტრო სტიპენდიას გერმანიაში ყველა სპეციალობისთვის.

სტიპენდიის ეს პროგრამა გაძლევთ შესაძლებლობას გააგრძელოთ თქვენი აკადემიური სწავლება გერმანიაში. სტიპენდიაზე განაცხადის გაკეთბა შეუძლიათ სტუდენტებს, რომელთაც უკვე დაასრულეს სწავლების პირველი საფეხური (მაგ. ბაკალავრი) არა უგვიანეს სტიპენდიის დაწყების დროს.

დაფინანსების ხანგრძლივობაა 10 -დან 24 თვემდე და დამოკიდებულია არჩეული კურსის ხანგრძლივობაზე. 2 წლიანი სასწავლო პროგრამების შემთხვევაში, შემდგომი დაფინანსება გაიცემა სწავლის პირველი წლის შემდეგ, თუ თქვენ მიაღწიეთ იმ აკადემიურ მიღწევებს, რომლებიც მიუთითებს იმაზე, რომ წარმატებით დაასრულებთ სწავლას გონივრულ ვადებში.

სტიპენდიის ფარგლებში სტუდენტები ყოველთვიურად მიიღებენ 861 ევროს.
განაცხადების მიღების ბოლო ვადაა – 2021 წლის 29 ოქტომბერი

სრულად სტიპენდიის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://www.daad-georgia.org/de/foerderung-finden/stipendiendatenbank/?

Copy link
Powered by Social Snap