COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამა სამოქალაქო აქტივისტებისთვის

„აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის“ (EWMI) სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისა და მოქალაქეთა ჩართულობის პროექტი (ACCESS) აცხადებს COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საგრანტო პროგრამას სამოქალაქო აქტივივისტების, მოქალაქეთა ჯგუფებისა და სამოქალაქო მოძრაობებისთვის. პროგრამა საშუალებას აძლევს დაინტერესებულ მოქალაქეებს და სამოქალაქო ჯგუფებს, რეაგირება მოახდინონ COVID-19-ის პანდემიის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებზე. საგრანტო პროგრამა მხარს დაუჭერს სამოქალაქო აქტივიზმს შემდეგი მიმართულებებით:

– COVID-19-ის გავრცელების შემცირება საქართველოში
-COVID-19-ის შედეგების შემსუბუქებაში მონაწილეობა
-ყველაზე მოწყვლადი და რისკის ქვეშ მყოფი ჯგუფების მხარდაჭერა
-პანდემიაზე რეაგირებაში სამოქალაქო ხმების გაძლიერება
-COVID-19-ისპანდემიით გამოწვეული სხვა პრობლემების მნიშვნელოვან მხარეებზე ეფექტური რეაგირება.

 

საგრანტო თანხა: $500-დან $5000-მდე

პროექტების ხანგრძლივობა: 1 თვიდან – 3 თვემდე  

განაცხადების შემოტანის ვადა: ღია

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების საპროექტო იდეების შემოტანა შესაძლებელია ნებისმიერ დროს საგრანტო ფონდის ამოწურვამდე. EWMI ACCESS-ი მიღებულ საპროექტო იდეებს უმოკლეს ვადაში – 3-7 დღეში განიხილავს.

COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტები ნატურალური ფორმის (in-kind) გრანტებია, რაც გულისხმობს იმას, რომ ყველა აქტივობის ხარჯს პირდაპირ EWMI ACCESS-ი დაფარავს. აპლიკანტებმა უნდა წარმოადგინონ საქონლის/სერვისის და მიმწოდებლების სია შესაბამისი ფასების მითითებით.

აპლიკანტებმა ელეტრონულად, ინგლისურ ან ქართულ ენაზე უნდა გამოაგზავნონ შევსებული სააპლიკაციო ფორმა ელ. ფოსტის შემდეგ მისამართზე: grants@ewmi.org. ელექტრონული წერილის სათაურში მიუთითეთ „COVID-19-ის შედეგებზე რეაგირების გრანტი“.

დამატებითი ინფორმაცია გრანტის შესახებ და სააპლიკაციო ფორმა იხილეთ ბმულზე.