ჩემთვის, როგორც მასწავლებლისთვის, საინტერესოა დაგროვილი ცოდნისა და გამოცდილების გადმოტანა სხვადასხვა ასაკის, მისწრაფების, გემოვნებისა და ინტერესის მქონე ბავშვთან. განვავითარე საკუთარი მიდგომები, სამოქმედო გეგმა და სრულად გავიაზრე საკუთარი როლი მოსწავლეების ცხოვრებაში.
ვფიქრობ, თანამედროვე ბავშვებს სჭირდებათ უშუალო,ამ დ მოტივირებული, აქტიური, პასუხისმგებლობიანი, ინტერესიანი და განვითარებაზე ორიენტირებული მასწავლებელი, რომელიც შეძლებს სწავლების პროცესი გახადოს სახალისო, საინტერესო და შედეგიანი. ჩემი დაუზოგავი, აქტიური კომუნიკაცია ბავშვებთან კი იქნება თვალსაჩინო შედეგის მომტანი. მაქვს გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი, რომელიც დამეხმარება ურთიერთობის უკეთ წარმართვაში, ვარ კომუნიკაბელური და კეთილგანწყობილი ადამიანების მიმართ.
ჩემი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მრავალნაირ მოსწავლესთან მომიწია შეხება. თითოეულ მათგანთან კომუნიკაციამ მასწავლა, რომ ყველა ბავშვს აქვს განვითარების უნიკალური ტემპი, ინტერესები და მოთხოვნილებები, რასაც მასწავლებელი უნდა მოერგოს. ვცდილობ საგაკვეთილო პროცესი წარვმართო მოსწავლეების ინტერესებისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით. ვფიქრობ, ბავშვებისთვის ვარ ეფექტური და შთამაგონებელი ლიდერი.