Loading...

ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

გამოცხადდა ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა უსაფრთხოების სფეროში (Rondeli Award for Security Excellence). სტიპენდია მოიცავს 1-წლიან ფინანსურ ჯილდოს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ასევე გახდებიან რონდელის ფონდის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები (Rondeli...
ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა

გამოცხადდა ალექსანდრე რონდელის სახელობის სასტიპენდიო პროგრამა უსაფრთხოების სფეროში (Rondeli Award for Security Excellence). სტიპენდია მოიცავს 1-წლიან ფინანსურ ჯილდოს საბაკალავრო საფეხურის სტუდენტებისთვის, რომლებიც ასევე გახდებიან რონდელის ფონდის კურსდამთავრებულთა ქსელის წევრები (Rondeli Alumni network). დასახელდება 1 სტიპენდიატი.

 

სტიპენდია განკუთვნილია საბაკალავრო საფეხურის დამამთავრებელი კურსის სტუდენტებისთვის, რომელთა ძირითადი მიმართულებაა საერთაშორისო ურთიერთობები და პოლიტიკური მეცნიერებები (ან მათი მომიჯნავე დისციპლინები).

 

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ შემდეგი დოკუმენტები:

CV (Europass-ფორმატი სასურველია)
ნიშნების ფურცელი უნივერსიტეტიდან
სარეკომენდაციო წერილი
სამოტივაციო წერილი
აკადემიური ესე

გთხოვთ გამოგზავნოთ დოკუმენტები შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@gfsis.org. თემის ველში მიუთითეთ “ალექსანდრე რონდელის სახელობის სტიპენდია”.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 2021 წლის  20 სექტემბერი

დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე:

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.