Loading...

სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები სეულში

სეულის მეტროპოლიტენის მთავრობა მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას Seoul Tech Scholarship Program.   პროგრამა სრულად ფარავს სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის პერიოდში...
სამაგისტრო და სადოქტორო სტიპენდიები სეულში

სეულის მეტროპოლიტენის მთავრობა მეცნიერებისა და ინჟინერიის მიმართულებების მაგისტრატურისა და დოქტორანტურის უცხოელი სტუდენტებისთვის აცხადებს სასტიპენდიო პროგრამას Seoul Tech Scholarship Program.

 

პროგრამა სრულად ფარავს სწავლის საფასურსა და საცხოვრებელ ხარჯებს სწავლის პერიოდში (დაახლ. 27000 აშშ დოლარი ერთ სტიპენდიატზე). 2024 წელს ამ პროგრამის ფარგლებში შეირჩა 9 სტიპენდიანტი, 2025 წელს – 15, ხოლო მომდევნო ციკლში სტიპენდიატების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

 

2026 წლის სასწავლო პროგრამაში მონაწილეობენ შემდეგი უნივერსიტეტები:

  • Konkuk University
  • Korea University
  • Kyung Hee University
  • Seoul National University
  • Seoul National University of Science and Technology
  • Sogang University
  • Soongsil University
  • Sungkyunkwan University
  • University of Seoul

განაცხადები მიიღება ონლაინ.

 

განაცხადების წარდგენის საბოლოო ვადა: 2026 წლის  6 მარტი, 16:00 (KST)

 

დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ელექტრონულ მისამართზე: sts@hissf.or.kr

 

წყარო: ილიაუნი

Share this article

დატოვეთ კომენტარი

თქვენი ელფოსტა არ გამოქვეყნდება.